თურქული პრესა 28.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

322863
თურქული პრესა 28.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, CIA-ს ყოფილმა აგენტმა სნოუდენმა განაცხადა, რომ „ISIS-ს ლიდერი, ბაღდადი, CIA-მ, მოსადმა და MI6-მა მოამზადეს“, რაზეც აშშ-ში ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. საიდუმლო ინფორაციების გამჟღავნების შემდეგ რუსეთს თავშეფარებული სნოუდენის განცხადებით, ISIS-ის უკან აშშ-ის, ინგლისის და ისრაელის დაზვერვა დგას. მისივე თქმით, რეგიონში არსებულ ისრაელის მოწინააღმდეგე ყველა ჯგუფს ერთმანეთთან აბრძოლებენ, ISIS-ი რეგიონში ისრაელის უსაფრთეოებას ამყარებს და სამივე ქვეყანა რეგიონის ფორმირებას ISIS-ის მეშვეობით ახდენს.

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, ანატოლიაში კულტურული ტურიზმი თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება. შავი ზღვის რეგიონში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად 25%-ით იზრდება. ტურისტები, რომლებსაც ბუნებაში დასვენება სურთ, იალაღებზე ხის სახლებს ქირაობენ. ტურიზმის სამოთხე კაპადოკია კი ძირითადად იაპონელი ტურისტების ყურადღებას იპყრობს. ბრაზილიელების წმინდანად ცნობილ წმინდა გიორგისთან დაკავშირებით გაკეთებულ ფილმებთან ერთად, რომელიც გადმოცემების მიხედვით კაპადიკიაში ცხოვრობდა, რეგიონში ჩასულ ბრაზილიელ ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

თურქეთში სამზარეულოს ტექნიკის გაყიდვები იანვარ-მაისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11,4 %-ით გაიზარდა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. სტატიის მიხედვით, სექტორის შიდა ბაზრის გაყიდვები ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიზარდა. შიდა ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნილება კი სარეცხ მანქანებზე იყო. სამზარეულოს ტექნიკის სექტორის მიერ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე წარმოებული საცალო ერთეული 9 მილიონ 549 ათას 204 ცალია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,8%-ით მეტია.

„საბაჰი“-ს ცნობით, მშობლების შიში, რომ მათ შვილები სავაჭრო ცენტრებში, საპიკნიკო ადგილებში ან ხალხმრავალ პროსპექტებზე დაეკარგებათ, მალე წარსულს ჩაბარდება ახლად შექმნილი მოწყობილობით, რომელიც ტელეფონშია დამონტაჟებული. სტატიის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების მოწყობილობით ბავშვზე დამონტაჟებული ჩიპებით შესაძელებლი იქნება ბავშვისათვის თვალყურის დევნება. მაშინვე, როგორც კი ბავშვი ოჯახის წევრებს დაშორდება, მობილური ტელეფონი საგანგაშო სიგნალს იძლევა. აღნიშნული მოწყობილობას უცხოურ ბაზრებზეც გაიტანენ.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ფიბას ქალთა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებმა რუსეთი 68-66 დაამარცხა და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ამ შედეგით კი თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადის შესარჩევ მატჩებში ბრძოლის უფლება მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები