თურქული პრესა 17.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

307033
თურქული პრესა 17.06.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ იენი შაფაქით, რომელშიც მურსის მიმართ გამოტანილ სასჯელთან დაკავშირებით თურქეთში გავრცელებულ გამოხმაურებებზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ეგვიპტეში მურსის და მუსლიმანი ძმების წარმომადგენლების მიმართ გამოტანილი სიკვდილის სასჯელს თურქეთიც გამოეხმაურა და მრავალ ქალაქში ხალხმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა რა, საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ამ გადაწყვეტილების მიმართ დუმილს ინარჩუნებენ, ნაწილი კი მხარს უჭერს, ხოლო თურქი ხალხი ყოველთვის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იქნება.

ჰაბერთურქი წერს, რომ მუსლიმანები დღეს მარხვის დაწყებისთვის ემზადებიან. მიმდინარე წლის რამაზანის თემაა ”დრო სიკეთის დროა”. მარხვის თვესთან დაკავშირებით თურქეთის რელიგიური საკითხთა სამმართველოს უფროსმა მეჰმედ გორმეზმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა: ”რამაზანს გასართობს ინდუსტრიად ნუ გადაავაქცევთ, ამით რამაზნის სულიერებას ზიანს მივაყენებთ. თუ ჩვენ მარხვას მნიშვნელობას შევუცვლით, მაშინ, მშვიდობის, თანადგომის და ქველმოქმედების ემოციას დავკარგავთ, ამიტომ საჭიროა რამაზანმა შეგვცვალოს და არა ჩვენ რამაზანი”, განაცხადა გორმეზმა.

საბაჰში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”თურქეთი მისტიკის ცენტრი ხდება” და მასში ვკითხულობთ: თურქეთში მისტიკის კვლევის ინსტიტუტი სტამბოლში უსკუდარის უნივერსიტეტში იქმნება. ინსტიტუტი მისტიკის და ქცევის მეცნიერების შესახებ კვლევების ჩატარებას ისახავს მიზნად. ეს უნივერსიტეტი მიმდინარე წელს პირველი აბიტურიენტების მიღებას აპირებს.

ჰურრიეთში კი ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”თურქეთის ავიახაზებმა ევროპაში ოთხი ჯილდო აიღო” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზებმა მსოფლიო საკონსულტაციო და აუდიტორიული ორგანიზაცია Skytrax-ის მიერ მგზავრთა კომფორტული მგზავრობისათვის დაწესებული ოთხი ჯილდო მიიღო.


სტარი წერს, რომ თურქეთი ორგანოების გადანერგვის გამოცდილების 70 ქვეყანაში გაზიარებას აპირებს. აღნიშნულ პროექტში თურქეთის სამი უნივერსიტეტი და სამი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. აღნიშნულ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სტამბოლში, შუა აზიის 11 ქვეყნის სამედიცინო პერსონელთან გაიმართა. მათთან შეხვედრაზე ორგანოების გადანერგვის მნიშვნელობაზე და ორგანოების დონორობის მეცნიერულ და სოციალურ მხარეზე გაამახვილეს ყურადღება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები