თურქული პრესა 16.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

305632
თურქული პრესა 16.06.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაქით” დავიწყებთ, რომელშიც რამაზანის დაწყებაზეა გამახვილებილი ყურადღება და მასში ვკითხულობს: მსოფლიო მუსლიმანები ხუთშაბათ დღეს დასაწყები მარხვის მოლოდინში არიან. სტამბოლის მერიებმაც მარხვის თვესთან დაკავშირებით სამზადისები დაასრულეს. მიმდინარე წლის მარხვის თვეშივ, როგორც წინა წლებში, წელსაც სხვადასხვა სოციალურ კულტურული ღონისძიებები ჩატარდება.

”ჰაბერთურქში” ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”ანკარაში ჯანსაღი ცხოვრების დღე” აღინიშნა და მასში ნათქვამია: მსოფლიო მასშტაბით გავრცებლებული ჯანსაღი ცხოვრების დღე ხუთი კონტინენტზე 71 ქვეყანაში ერთდროულად აღინიშნა. ეს დღე ყოველი წლის ივნისის თვის მეორე კვირის შაბათ დღეს აღნიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესები გააცნეს.

”ვათანში” კი ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”თურქეთი ქალ CEO-ებს შორის მეორე ადგილზეა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სადაზღვევო კომპანია Generali Sigorta-ს აღმასრულებელი დირექტორის მინე აიდინ აიჰანის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში ქალ CEO-ებს დიდი წვლილი მიუძღვის. თურქეთში სხვადასხვა დაწესებულებებში მომუშავე ქალების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით შედარებით ცოტაა, მაგრამ აღმასრულებელ დირექტორთა თანამდებობაზე პირიქით არის, მაშინ როცა ევროპაში სხვადასხვა სტრუქტურებში მომუშავე ქალების რაოდენობა თურქეთზე გაცილებით მეტია, ქალ CEO-ების რიცხვი ძალიან ცოტაა.

”სტარი” წერს, რომ თურქმა ხალხმა 2014-2015 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საძიებო სისტემაში ყველაზე მეტად სიზმრების მნიშვნელობებზე განახორციელა ძიება. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქმა ხალხმა საძიებო სისტემა Google-ში ყველაზე მეტად სიზმარში ნანახის მნიშვნელობები მოიძიეს.

”საბაჰის” მიხედვით, აშშ-ს მეთაურობით შექმნილ კოოალიციურ ძალას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თელ-აბიადის რეგიონში ჩატარებული ოპერაციებით თურქეთის მუხანათური გეგმით დასუსტება სურს. არაბებს და თურქმენებს აიძულებენ აღნიშნული ტერიტორია დატოვონ და მათ ადგილზე ქურთების ჩასახლებით თითქოსდა ბუფერული ზონის ჩამოყალიბება სურთ. აღნიშნულ ფაქტს კი მსოფლიოს წარუდგენენ როგორც ფრენებისთვის აკრძალული ზონას, სინამდვილეში კი ტერიტორიის ქურთული ნავთობის გასატარებელ დერეფნად გამოყენება სურთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები