თურქული პრესა 14.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

303563
თურქული პრესა 14.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათანში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც სტამბოლში 30 ივნისს გაიმართება „უნივერსალური ლოგიკის მსოფლიო კონგრესი“ (UNILOG), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 500-მდე ლიგიკის მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, კომპიუტერის ექსპერტი და ისინი შეეცდებიან უპასუხონ კითხვას „აპარატები, რომლებიც ადამიანის ტვინის მოცულობას მიაღწევენ, იმოქმედებენ თუ არა ლოგიკურად?“.

გაზეთი „საბაჰი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „თურქეთში ჩასულ უცხოელ ხელოვანთა მოსაზრებები შეიცვალა“, რომლის თანახმადაც, თურქეთში ჩასულ უცხოელ ვარსკვლავთა მოსაზრებები დადებითად შეიცვალა და ისინი თავიანთ კმაყოფილებას სოციალური ქსელების მეშვეობით მთელს მსოფლიოს უზიარებენ, რასაც სხვა მენეჯერები და ხელოვანებიც ნახულობენ. გაზეთის თანახმად, თურქეთში ჩასულ ხელოვანთა რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში განსაკუთრებულად გაიზარდა.

შანლიურფაში გახსნილი არქეოლოგიური მუზეუმი დამთვალიერებლებს კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდან დღემდე ისტორიული ნივთებით, გაცოცხლებითა და იმიტაციით გაცნობის საშუალებას აძლევს - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. გაზეთის თანახმად, გამოფენილი ნიმუშები ქრონოლოგიურად კუთვნილი პერიოდის ვიზუალური გაცოცხლებით მნახველებში იქ ყოფნის შეგრძნებას იწვევს და ამ პროექტით მუზეუმი უამრავ მუზეუმს გაუწევს ლიდერობას.

გაზეთი „სტარის“ ცნობით მსოფლიოში ზღვაზე აგებული სამი აეროპორტიდან ერთ-ერთის, ორდუ-გირესუნის, აეროპორტის გახსნით რეგიონში მიმოსვლის გაადვილებამ უცხოელ ინვესტორთა დაინტერესება გამოიწვია და ქუვეიტიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან ხუთმა ინვესტორმა ორდუში ტურისტულ სექტორში ინვესტიციის დასაბანდებლად მოლაპარაკებები დაიწყო. ერთ-ერთი უცხოელ ინვესტორს ულამაზესი ბუნებრივი სილამაზეების მქონე რეგიონში სამთო ტურიზმში სურს ინვესტიციის ჩადება და რეგიონი განსაკუთრებით სუფთა ზღვითა და მწვანე ტყეებით იპყრობს ყურადღებას.

და ბოლოს, გაეთი „ჰაბერთუქის“ ცნობით, სტამბოლში წელს მეხუთედ დაიწყო „შოპინგ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო ცენტრ Mall of İstanbul-ში ცნობილი ფასდაკლებების ღამეს რეკორდი დამყარდა და სავაჭრო ცენტრში 100 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ცენტრი ღია გვიან ღამემდე იყო და ათასობით პროდუქცია, რომლებზეც ფასდაკლება გამოცხადდა, ძალიან მალე გაიყიდა. „სტამბოლის ფეშენ ვიკი“ 28 ივნისამდე გაგრძელდება. ამავდროულად, ფესტივალი 22-ედ იმართება ასევე ანკარის ცნობილ ტურისტულ დაბა ბეიფაზარშიც, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები