თურქული პრესა 11.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

301378
თურქული პრესა 11.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებულმა გიგანტურმა ინვესტიციებმა თურქეთის საერთაშორისო არენაზე მწვერვალზე ასვლა გამოიწვია. მსოფლიო ბანკის ცნობით, განვითარებად ქვეყნებს შორის სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობაში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული რეფორმების განმხორციელებელი ქვეყანა თურქეთია. მსოფლიო ბანკმა 139 ქვეყნის მომცველი 2014 წლის გლობალური სახელმწიფო-კერძო სექტორის ერთობლივის ინვესტიციების კვლევითი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთმა ბრაზილიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

გაზეთი “იენი შაფაკი“-ს მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 2,3 %-ით გაიზარდა და ევროპის ყველაზე სწრაფად ზრდად ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე პერიოდში გერმანიის ეკონომიკა 1%-ით, საფრანგეთისა კი 0,7%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალოდ 1,5%-ით გაიზარდა. ამ შედეგებით თურქეთის ეკონომიკა პროგნოზირებადზე უფრო მეტად გაიზარდა, რითაც 22 კვარტლიანი ზრდის პროცესი ისევ გაგრძელდა. თურქეთში პირველ კვარტალში 577 ათასი ადამიანი დასაქმდა, მაშინ, როდესაც ევროპაში სამსახურებიდან დათხოვნის ტალღა ისევ გრძელდება.

თურქულ ყავას ბრიუსელის გემოსა ხარისხის საერთაშორისო ინსტიტუტმა გემოს უმაღლესი ჯილდო მიანიჭა - წერს გაზეთი „მილიეთი“. აღნიშნული ინსტიტუტი ამ ჯილდოს 150-ზე მეტი გურმანის, მზარეულის, კვების პროდუქტების სპეციალისტისა და მეცნიერების შეფასებების შედეგების მიხედვით გასცემს. თურქული ყავა სხვადასხვა ყავის სახეობების მარცვლებისა და სპეციალური შეზავებით იქნა მომზადებული.

გაზეთი „ჰაბერთურქი“ იტყობინება, რომ უნგრეთისა და რუმინეთის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ევროპის ქალთა კალათბურთის ჩემპიონატი დღეს იწყება. ტურნირზე 2011 წელში პოლონეთში ვერცხლის და 2013 წელში საფრანგეთში ბრინჯაოს მედლის მომპოვებელი თურქეთის ქალთა კალათბურთის ნაკრები რუმინეთის ქალაქ ორადეაში ბ ჯგუფში საბერძნეთს, პოლონეთს, ბელარუსიასა და იტალიას შეხვდება. თურქეთის ეროვნული ნაკლები პირველ შეხვედრას დღეს ორადეა ალექსეს დარბაზში პოლონეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

და ბოლოს გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ 20-26 ივნისს სტამბოლში გასამართი TEB BNP Paribas İstanbul Cup-ის, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია, მონაწილე ჩოგბურთელთა ვინაობა ცნობილი გახდა. ამ ტურნირის ფარგლებში სტამბოლში 10 წლის პაუზის შემდეგ ჩავა ვენუს ვილიამსი. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ელენა იანკოვიჩი, ელინა სვიტოლინა, ფლავია პენეტა, რობერტა ვინჩი, ფრანჩესკა შიავონე და დანიელა ჰანტუჩოვა, ჩაღლა ბუიუქაქჩაი და იპექ სოილუ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები