06.06.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

294135
06.06.2015 თურქული პრესა

გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ით დავიწყებთ დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის სიტყვებზე. მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერიდან თრაკიაში გამავალი ცისფერი აირსადენის პროექტთან დაკავშირებით ელიან მილსადენის კოორდინაციის შესახებ ინფორმაციების მიღებას. როცა დასრულდება საკითხთან დაკავშირებით ნებართვები და განხილვები, რუსეთი შესძლებს თვის დასასრულამდე პირველი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებას.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი აღნიშნავს, რომ სტამბოლის საფონდო ბირჟის 10 %-ის თანაკომპანიონი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის თურქეთის დირექტორის პატრიკ მარგუეტის ცნობით, მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს თურქეთში უცხოური ინვესტიციის გაზრდას.
ამ წლისთვის მიზნად ისახავენ 1.75 მილიარდი ევროს კაპიტალის დაბანდებას და თავიანთი ეკონომიკის 3 %-ით გაზრდას.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით ჩინეთმა შექმნა მსოფლიოს უდიდესი ოქროს ფონდი. 16 მილიარდი დოლარის აბრეშუმის გზის ოქროს ფონდის პროექტი მოიცავს თურქეთის ჩათვლით ყაზახეთს, ირანს და თურქმენეთს.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი კი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის საავიაციო გზების THY-ს გენერალური დირექტორის თემელ ქოთილის სიტყვებზე. მისი სიტყვებით პირველ ეტაპში წარმოებული 50 ახალი ადგილობრივი თვითმფრინავი თურქეთის ჩათვლით მიეყიდება სხვადასხვა ქვეყნებს. ამიტომაც, 2019 წლის მოსვლას დიდი მოლოდინით ელიან.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით THY-ს ათ წელიწადში ათი ჯილდო მიენიჭა.
THY-ს განცხადებით, საავიაციო ფინანსის ოსკარად წოდებული ჟურნალ ”Airfinance”-ის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე თურქეთს მიენიჭა ყველაზე საუკეთესო საგადასახადოს და საუკეთესოს აერ ძრავის ფინანსის ჯილდო.
გაზეთი ”ვათან”-ი ყურადღებას ამახვილებს მეცნიერების, მრეწველობის და ტექნიკის მინისტრის ფიქრი იშიკის სიტყვებზე. აღნიშნავს, რომ ეროვნული ელექტრო ენერგია ლოკომოტივი 2016 წელში დიდ წარმატებას მიაღწევს. 2011 წლიდან დაწყებული 10 მილიონი ლირის ბიუჯეტის პროექტით დასაქმებულ იქნა 18 მეცნიერი და გამომუშავებულ იქნა 1 MW ელმავლის წევის ძალის ელექტრო ენერგია.



 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები