თურქული პრესა 04.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

292742
თურქული პრესა 04.06.2015

მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის ქალაქ ბინგოლში მოსახლეობასთან შეხვედრაზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ თურქეთის ქალაქ ბინგოლში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ხალხს 7 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. ”თქვენ ერთიანობისკენ და კვირას გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოგიწოდებთ, თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, მაშინ ვერავინ შეძლებს ჩვენ დანაწევრებას” -განუცხადა მოსახლეობას ერდოღანმა.

იენი შაფაქი წერს, რომ რუსული გაზი თურქეთის გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს. ”თურქული ნაკადი”-ს პროექტის საკოორდინაციო სამზადისი დასრულდა და ხელშეკრულების გაფორმებისათვის მზადაა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ევროპის ბუნებრივი გაზის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს თუ ამ პროექტის განხორციელება სურს, მათ შეკვეთას მისცემს. თანერ ილდიზმა ასევე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერაყის ნავთობის თურქეთზე გავლით ევროპისთვის მიწოდება, რუსეთთან და იაპონიასთან ბირთვულ სადგურის მშენებლობის შეთანხმება და TANAP-ის მეშვეობით კასპიის ზღვის ნავთობის ევროპისთვის მიწოდება, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია.

საბაჰის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მეტ ქალაქში ფრენის განმხორციელებელი თურქეთის ავიახაზები ინტერნეტის ფენომენიც გახდა. თურქეთის ავიახაზების რეკლამა YoutTube-ს მეშვეობით 380 მილიონმა ადამიანმა ნახა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოველ მეოცე ადამიანს ეს რეკლამა ნანახი აქვს. რეკლამაში არგენტინელი ფეხბურთის ვარსკვლავი ლეონელ მესი და NBA-ს საუკეთესო კალათბურთელი კობი ბრაიანტი იღებენ მონაწილეობას. ეს რეკლამა ბოლო ათი წლის საუკეთესო სარეკლამო ფილმად იქნა არჩეული.

ჰაბერთურქში გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით ”სტამბოლი ევროპაში მესამე, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა” და მასში ვკითხულობთ: Master Card-ის 2015 წლის ინდექსის მიხედვით 132 ქალაქს შორის სტამბოლი მნახველთა შორის ევროპის ქალაქებიდან მესამე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მეხუთე ადგილზე გავიდა. Master Card-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, სტამბოლი გასულ წელს მეშვიდე ადგილზე იყო. ამავე ანგარიშით, 2015 წელს სტამბოლს 12 მილიონ 560 ათასი ადამიანი მოინახულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით მიმდინარე წელს სტამბოლის მომნახველთა რიცხვი 11,4 % გაიზრდება.

ჰურრიეთი იუწყება, რომ მსოფლიო რეკორდის მფლობელმა, მყვინთავმა შაჰიკა ენჯუმენმა და სენსორული აქტივაციის გადაწყვეტილებების (SAS) მყვინთავებმა ოსმალეთის გემის ფრეგატის ”ერთუღრული” ჩაძირვის 125-ე წლისთავთან დაკავშირებით საპატიო დაივინგი განახორციელეს. ფრეგატი ”ერთუღრული” 1890 წლის 15 სექტემბერს იაპონიიდან თურქეთში დაბრუნებისას ძლიერი შტორმის შედეგად კუშუმოტოს კუნძულის სანაპიროზე ჩაიძირა, რის შედეგადაც 531 თურქი მეზღვაური დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები