თურქული პრესა 31.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

298423
თურქული პრესა 31.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ნეჯმეთინ ერბაქანის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორმა, მეთე მიმიროღლუმ, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ნებართვით, მთელი მსოფლიო შემოიარა და ტრაპიზონში მდებარე სუმელას მონასტრიდან საზღვარგარეთ გატანილი ძვირფასი ნივთების კვალი მოიძია. ასამდე ნივთის პრეზენტაცია ერთ წიგნში მოხდება და ამ ქვეყნებს ისტორიული ნივთების დაბრუნებას მოსთხოვენ. ისტორიულ ნივთებს შორისაა ჯვარი, რომელზეც იესო გააკრეს.

სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო სამიტზე სიტყვით გამოსულმა უცხოელებმა თურქეთში საინვესტიციო უპირატესობებზე გაამახვილეს ყურადღება - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ევროპის საქმოსანთა კლუბის თავმჯდომარემ ზბიგნევ როშმა თურქეთის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ თურქეთი ევროპის ენერგო დერეფანში მდებარეობს, ამასთანავე სხვა ქვეყნებისაკენ გამავალი კარია და დამატებით სტაბილური ქვეყანაა.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ევროპის ყველაზე განსაკუთრებულ კატეგორიაში ჟიურის სპეციალური ჯილდოს მომპოვებელმა გართობისა და საცალო ვაჭრობის გამაერთიანებელი „ვიალანდი“, რომელმაც გასულ წელში 22 მილიონ ადამიანს უმასპინძლა, ახალი პროექტებით უფრო მეტი ადამიანის მიზიდვას შეეცდება. „ვიალანდის“ გასართობ ცენტრში ხმისა და სინათლის ეფექტებითს დახმარებით ილუზიონისტური ნომრების წარმოდგენა გაიმართება.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის განაცხადება, რომლის მიხედვითაც, ბელგიაში მაჰინურ ოზდემირის მიერ სომხური თეზისების არ აღიარების გამო პარტიიდან გარიცხვას მთავარი ფასეულობების კუთხით მიუღებელი უწოდა. ჩელიქმა ტვიტერის მეშვეიბით გაკეთებულ განცხადებაში ასევე დასძინა, რომ ამ პოზიციამ ევროპის აზრის თავისუფლების საკითხზე ორმაგი სტანდარტები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ჩელიქის თმით, აზრის თავისუფლების საწინააღმდეგო გარიცხვა ერთგვარი ძალადობაა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს ცნობით, სტამბოლის სრუტეში Bosphours Cup 2015-ის ბოღაზიჩის ეტაპი 67 ნავის მონაწილეობით ჩატარდა. დოლმაბაჰჩედან დაწყებულ შეჯიბრს მაყურებლებმა თვალყური ორივე ნაპირიდან ადევნეს. წელს მეთოთხმეტედ გამართულ ღონისძიებაში 6 ქვეყნის ჯგუფები იღებენ მონაწილეობას და გამარჯვებულის ვინაობა ჯადდებოსტან - კალამიშის მონაკვეთის შეჯიბრის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩემპიონი გუნდი თასით კალამიშის იახტების ნავსადგურში გასამართ ცერემონიაზე დაჯილდოვდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები