თურქული პრესა 27.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

290723
თურქული პრესა 27.05.2015

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიის მინისტრმა ფიქრი იშიქმა ქალაქ გებზეში საძირკველი ჩაუყარა ე.წ. ინფორმატიკის ხეობას, რომელიც 3 მილიონ კვ მეტრზე განთავსდება და ფაქტიურად თურქეთის ტექნოლოგიურ ცენტრად გადაიქცევა, სადაც ტექნოლოგიური ნაწარმებიც იქნება გამოშვებული. “ამ ტექნოლოგიურ ხეობაში 5 ათასზე მეტი კვლევითი საწარმო და ფირმა განლაგდება და მათში 100 ათასამდე კაცი დასაქმდება“, განაცხადა მინისტრმა, წერს საბაჰი

სტარი იუწყება, რომ ამიერიდან ანკარა გახდება საერთაშორისო საავიაციო გამოფენების ცენტრი და მისთვის გამოყოფილი ცენტრი მალე გადაეცემა ექსპლოატაციაში. საგამოფენო მოედანი ისეა დიზაინირებული, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი გაფართოება თუ დამოკლება შესაძლებელი გახდება. ანკარის საავიაციო გამოფენის ცენტრი მსოფლიო საავიაციო გამოფენებს შორის მეოთხე ადგილს დაიკავებს, წერს სტარი

იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ ცნობილმა იაპონურმა ფირმა “Fujitsu“-მ თურქეთი შეიყვანა იმ 10 სახელმწიფოს სიაში, რომლებშიც იგი ინვესტიციებს ჩადებს. ამის შესახებ განაცხადა ხსენებული ფირმის გენერალურმა დირექტორმა სელდა ბაჰადირმა, რომლის თქმითაც იაპონური ფირმა თურქეთში ერთის მხრივ ახალ ტექნოლოგიას შემოიტანს, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ტექნოლოგიურ პროდუქციასაც აწარმოებს

“გულერ საბანჩი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ 100 ქალს შორის არის“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში, რომელშიც ვკითხულობთ: მსოფლიოს ცნობილმა ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 100 ქალის სია გამოაქვეყნა და ამ სიას ზედიზედ მეხუთედ კვლავ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლიდერობს, ხოლო თურქეთიდან მარტო 1 ქალი, ცნობილი თურქი ბიზნესმენი და საქმოსანი გულერ საბანჩი შევიდაö რომელიც ამ სიაში 70-ე ადგილზეა ნაჩვენები და იგი გასული წლის სიაშიც იყო შესული

ვათანი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ ხვალ ბოსფორის სრუტე მსოფლიოს ერთ ერთ პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებას, "Turkcell Platinum Bosphorus Cup 2015"ის სახელწოდების იალქნიანი ნავების შეჯიბრს უმასპინძლებს, რომელშიც 6 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს შეჯიბრი პირდაპირ იქნება ტრანსლირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ამით უფასო რეკლამა გაუკეთდება სტამბოლს, წერს ვათანი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები