თურქული პრესა 16.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

277119
თურქული პრესა 16.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მეჰმედ გორმეზი გახდა თურქეთის პირველი რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც იერუსალიმში ჩავიდა, ალ აქსას მეჩეთში ილოცა და მრევლს სიტყვით მიმართა. გორმეზმა განაცხადა, რომ იერუსალიმელი მათი ძმები ასეთ ჩაგვრაში ცხოვრებას ვერ გააგრძელებენ და თურქეთში მყოფ მათ ძმებს ამ ჩაგვრის დასრულების მსგავსი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

იმავე გაზეთის სხვა სტატიის მიხედვით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის „საუკეთესო გარემოს დაცვითი და სოციალური პროგრამის ჯილდო“ წელს თურქეთის ევრაზიის გვირაბის პროექტს ხვდა წილად. აღნიშნულ პროექტს ეს ჯილდო მაღალი სტანდარტების გამო მიენიჭა.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ევროპაში გაზრდილი უმუშევრობის საპირისპირო სურათი დაფიქსირდა თურქეთში. ევროპის 28 ქვეყანაში მთლიანობაში 5.9 მილიონმა ადამიამ დაკარგა სამსახური, თურქეთში კი იმავე პერიოდში 4.2 მილიონი ადამიანი დასაქმდა. თურქეთი ამ დასაქმების დონით ეკონომიკური თანმშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ 34 ქვეყანას მარტო გაეჯიბრა. თურქეთში დასაქმების დონის გაზრდა კრიზისთან მებრძოლ ევროპაში მცხოვრები თურქებისათვის იმედის მიმცემი გახდა, რის გამოც მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაჩქარდა.

მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი ტოპ მოდელი და ტელეწამყვანი კელი ბრუკი ისევ ბოდრუმში ისვენებს - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. გაზეთის თანახმად, ცნობილმა ვარსკვლავმა ბოდრუმში გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. კელი ბრუკი გასულ წელში ბოდრუმის დაბა გოლთურქბუქუში ისვენებდა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ხანდაზმულობაში სპორტული ვარჯიშები სიცოცხლეს ახანგრძლივებს“, რომლის თანახმადაც, ნორვეგიის ოსლოს უნივერსიტეტში 5 ათას 700 ადამიანზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კვირაში 3 საათი ვარჯიშობდნენ, თანატოლებთან შედარებით 5 წლით მეტი იცოცხლეს.

და ბოლოს უეფას „მილიეთის“ თანახმად, თურქი მსაჯები ჰუსიენ გოქჩექი და ჰალის ოზკაჰაია 12 -14 ივნისს გასამართ 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მსაჯობას გაუწევენ. ის, თუ გოქჩექი და ოზკაჰაია, რომელი მატჩების მსაჯები იქნებიან, მოგვიანებით გაირკვევა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები