თურქული პრესა 12.05.2015

თურქული პრესის მოკლემიმოხილვა

271279
თურქული პრესა 12.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა ერდოღანმა ბელგიიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და 7 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. ერდოღანმა განაცხადა: „მჯერა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი დონით რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდი დამყარდება“. მისივე განცხადებით, არჩევნების უსაფრთხოებისათვის ყველა ღონისძიება იქნა გატარებული.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების „რეგიონალური ეკონომიკური პრობლემების“ ანგარიში გამოაქვეყნა. სსფ-ის ანგარიშის მიხედვით, თურქეთის ძლიერი ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ანგარიშის თანახმად, გეოპოლიტიკური დაძაბულობები, ევრო ზონის გაუმჯობესების და ნავთობის ფასების დაცემის მსგავსი საგარეო ფაქტორები დადებითად იმოქმედებს თურქეთზე და უკან ჩამოიტოვებს ევროპის ქვეყენებს. აქვე ნათქვამია, რომ დავალიანების გამო ზოგიერთი ევროპის ქვეყანა ინსტიტუციური რეფორმების გარეშე ეკონომიკურად ვერ გაიზრდება.

ანტალიის დაბა ქემერში ანტიკური ქალაქისა და „ბეიდაღლარის ოლიმპოს ეროვნულ პარკში“ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ისტორიული შენობების ნანგრევები და ადამიანის ჩონჩხები იქნა ნაპოვნი - წერს გაზეთი „ვათანი“. ამ ტერიტორიაზე გეომაგნიტური კვლევები ჩატარდა და მიღებული შედეგების შემდეგ ისტორიის მზის სინათლეზე გამოტანა დაიწყო.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, 10 მაისიდან 25 მაისამდე ანკარაში პრემიერმინისტრის ხელშეწყობის ფონდის, კულტურისა და ტურიზმის, იუსტიციის და ტყის რესურსების და ჯანდაცვის სამინისტროების დახმარებით „პირველი საერთაშორისო საოჯახო ფილმების ფესტივალი“ იმართება. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდამჭერებს ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა აიშენურ ისლამმა ჯილდოები გადასცა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქმა ჩოგანმა მარსელ ილჰანმა რომის ჩოგბურთის ტურნირზე მსოფლიოს 29-ე ფრანგი ჩოგანი ადრიან მანარინო 2-0 დაამარცხა. ილჰანი მეორე ტურში კი მსოფლიოში ცნობილ, მსოფლიო კლასიფიკაციაში მეშვიდე ადგილზე მყოფ ესპანელ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები