თურქული პრესა 07.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

265527
თურქული პრესა 07.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, თურქეთის მრავალ ქალაქში გუშინ ჰიზირის დღედ ცნობილი და დათბობის დასაწყისად მიჩნეული ჰიდრელეზის დღესასწაული აღნიშნეს. ქალაქ ედირნეს მცხოვრებლები ათასი წლის ისტორიის მქონე ტრადიციის კაკავას ზეიმის ფარგლებში მდინარე ტუნჯას სანაპიროზე გაერთნენ. იზმირში გამართულ ღონისძიებაში კი მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მაკედონიელმა მომღერალმა ესმა რეჯეპოვამ. ბალიქესირის დაბა ბურჰანიეში ათასობით ადამიანმა ქაღალდის ფურცლები, რომლებზედაც მათი სურვილები იყო დაწერილი, წყალში ჩაყარა, ჩანაქქალეში კი ზეიმში მონაწილეებმა სურვილები ქვიშაზე დაწერეს.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „მიგრანტებს ადგილობრივი უპილოტო საფრენი აპარატი გადაარჩენს“, რომლის თანახმადაც, თურქეთის თავდაცვის მრეწველობის პროდუქტს, ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატს, საზღვაო ძალების სარდლობაც გამოიყენებს. საზღვაო ძალები ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში ტრეფიკინგს ადგილობრივი წარმოების ‘Bayraktar TB2’ და ‘Karayel’ -ის სახელწოდების უპილოტოებით აღკვეთს. უპილოტო საფრენი აპარატის Karayel-ის ტექნოლოგია ფრანგული თვითმფრინავის მწარმოებელი LH Aviation-ის სადაზვერვო თვითმფრინავებშიც იქნება გამოყენებული.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, აპრილში ავტომობილებისა და მსუბუქი კომერციული ავტომობილების გაყიდვებმა 91 ათას 602 ცალით ახალი რეკორდი დაამყარა. ოთხ თვიანმა გაყიდვებმა კი 264 ათას 850 შეადგინა და 2011 წელში დამყარებული რეკორდიც კი უკან ჩამოიტოვა. გაზეთის მიხედვით, გაყიდვები 22 მაისს დასაწყების სტამბოლის საერთაშორისო ავტოშოუს შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, სტამბოლის ფათიჰის მუნიციპალიტეტის მერმა მუსტაფა დემირმა მწვავე რეაქცია გამოხატა Guardian-სა და BBC-ს მსგავს დასავლურ მედიაში განზრახ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა მიმდინარეობს სტამბოლის პოპულარული სავაჭრო ცენტრის ქაფალიჩარშის აბუ გრანდბაზარის და ისტორიული ნახევარკუნძულის სასტუმროებისა და გართობის ცენტრად გადაქცევა. მუსტაფა დემირის განცხადებით, ამგვარი რამ შეუძლებელია და ეს მიზანმიმართული საბოტაჟია.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ პრეზიდენტის სახელობის ველოტურის სპონსორმა კომპანია Vestel-მა ველოსიპედით სარგებლობის ფართო მასებში გავრცელებისათვის მუშაობა დაიწყო და ამ ფარგლებში მრავალ ქალაქში ადგილობრივ მმართველობასთან თანამშრომლობით ველოსიპედის ბილიკები და ჯანმრთელი ცხოვრების ფესტივალები მოეწყობა. Vestel-ი ასევე გეგმავს სპეციალური დიზაინის ველოსიპედების წარმოებას და სოციალური პროექტების განხორციელებას.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები