თურქული პრესა 01.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

257752
თურქული პრესა 01.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ნატოს ევროპელი მოკავშირე ძალების უმაღლესი სარდლობის ამერიკელმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრეედლოვმა განაცხადა, რომ ევროპელი მებრძოლების სირიაში გადასვლა მარტო თურქეთის კი არა, არამედ, მთელი ევროპის პრობლემაა და ამიტომ მასზე პასუხისმგებლობა თურქეთთან ერთად ევროპასაც მოეთხოვება. მისივე თქმით აქედან გამომდინარე ამ საკითხში არ შეიძლება მარტო ანკარის გაკრიტიკება და ეს კრიტიკა ევროპელებსაც უნდა ეხებოდეს. “ევროპელების საწინააღმდეგოდ მეტად ზარალდება თურქეთი, რადგან მას ესაზღვრება სირია და ერაყი, რომლებშიც გადადიან ევროპელი მებრძოლები. გარდა ამისა, თურქეთი მფარველობს 2 მილიონამდე სირიელ და ერაყელ ლტოლვილს და ყველანაირ პირობებს უქმნის მათ ნორმალური ცხოვრებისათვის, ე.ი. ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ახდენენ უარყოფით ზეგავლენას თურქეთზე. აი ამ ყველაფერ ნეგატიურის მიუხედავად თურქეთი ჩვენს ძლიერ და ერთგულ მოკავშირეს წარმოადგენს“, განაცხადა ბრეედლოვმა, წერს იენი შაფაკი

ვათანის მიხედვით სირიაში მიმავალი უცხოელი ბოევიკების დადგენის მიზნით გასულ წელს სტამბოლის ორივე აეროპორტში და ავტოსადგურებში ტერორთან ბრძოლის და დაზვერვის განყოფილების თაოსნობით ე.წ. “რისკის ანალიზის“ ცენტრები შეიქმნა და მის ფარგლებში ამ 1 წლის განმავლობაში მთლიანობაში 1968 საეჭვო პირი დაკითხეს რა, მათგან 384-ს ვიზები არ მისცეს და ისინი უკან, სამშობლოებში დააბრუნეს, ხოლო თურქეთში გადასულებს კი დეპორტაცია გაუკეთეს

საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ გასულ წელს თურქეთს მთლიანობაში 36 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია და ამით თურქეთი ტურისტული ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა. სწორედ ეს გაითვალისწინა აშშ-ს ყველაზე პოპულარულმა სასტუმრო ქსელების მფლობელმა “Best Western International“-მა, რომელსაც მთელს მსოფლიოში სულ 4 ათასამდე სასტუმრო გააჩნია და ახლა იგი რეგიონალურ ოფისს ხსნის რა სტამბოლში, სწორედ აქედან იქნება მართული კომპანიის მიერ ახლო აღმოსავლეთში ასაშენებელი ობიექტები

სტარი იუწყება რომ მსოფლიო ტურიზმის ლიდერებმა, World Tourism Forum-ის ფარგლებში მორიგი შეკრება სტამბოლში გამართეს და აღნიშნეს, რომ ამ ბოლო წლებში თურქეთში მეტად გაიზარდა ჯანდაცვის ტურიზმიც რა, დღეს თურქეთი მსოფლიოს ჯანდაცვის ტურიზმის ქვეყნებს შორისაც პირველ ათეულში შევიდა. თურქეთის ტურიზმის სამმართველოს განცხადებით გასულ წელს თურქეთს მკურნალობის და ქირურგიის მიზნით ეწვია ნახევარ მილიონამდე უცხოელი

ჰაბერთურქის კულტურის გვერდზე ვკითხულობთ, რომ 15 მაისს სტამბოლის კონგრესების ცენტრში პირველ კონცერტს გამართავს სირიელი მომღერალი ლენა შამამიანი, რომელიც თანამედროვე სიმღერებთან ერთად აღმოსავლურ კლასიკურ სიმღერებსაც შეასრულებს

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები