თურქული პრესა 26.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

250344
თურქული პრესა 26.04.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა საზოგადოების, MÜSİAD-ის 23-ე გენერალურ ყრილობაზე და მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებმაც 1915 წლის მოვლენებს გენოციდი უწოდეს და ამ ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. ერდოღანის თქმით თურქებს არავითარი გენოციდი არ მოუწყვიათ სომხების მიმართ და ამის დასადასტურებლად მან არქივების გახსნა შესთავაზა დასავლეთელებს, მათ შორის სამხედრო არქივებისაც კი. “ამერიკელებმა ინდიელების, ფრანგებმა რუანდელების, გერმანელებმა ებრაელების და რუსებმა კი კავკასიელების, თათრების და თურქი მესხების გენოციდი მოაწყვეს და ჯერ მათ ამაზე უნდა აგონ პასუხი“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი

“ევროპელი თურქები მზად არიან არჩევნებისთვის“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: ევროპაში მცხოვრები 2 მილიონ 800 ათასი თურქი მოქალაქე მზად არის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ისინი ხმის მიცემას საბაჟოებში და საკონსულოებში 8 მაისიდან დაიწყებენ რა, ხმის მიცემა მაისის ბოლომდე გაგრძელდება

საბაჰი ინტერვიუს აქვეყნებს ცნობილი შვეციური ბრენდის, ფირმა H&M-ის მაღაზიების ქსელის გენერალურ დირექტორ კარლ იოჰან პერსსონთან, რომელიც ამბობს, რომ მართალია პირველი მარკეტი თურქეთში 2010 წელს გახსნეს, მაგრამ, ამ ხუთი წლის განმავლობაში 30-მდე აიყვანეს მათი რიცხვი. “ჩვენ გვჯერა თურქეთის ეკონომიკისა, რადგან, ამ ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი და რეზერვები აქვს და ძალიან მოხარულები ვართ თურქეთში მუშაობით“, განაცხადა პერსსონმა, ვკითხულობთ საბაჰში

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ბოსფორის სრუტეზე რიგით მესამე ხიდის მშენებლობა და უკვე დასრულდა რა ვიადუკების მშენებლობა, გუშინ სტარტი მისცეს ბაგირების ჩამოკიდებას. ამ ხიდის სიგანე 59 მეტრი იქნება, რითაც მსოფლიოს ყველაზე განიერი ხიდის სახელიც ექნება და მას ოსმანი სულთნის, იავუზ სულთან სელიმის სახელი მიანიჭეს რა, მისი საზეიმო გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის 29 ოქტომბრისათვის, იტყობინება ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები