თურქული პრესა 18.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

240397
თურქული პრესა 18.04.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ნიუ ორკში ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მოაწყვეს თემაზე-“ჩანაქკალეს ბრძოლის მე-100 წლისთავი: ისტორია, ეროვნული ხედვები და მეგობრობა“ და მასზე გამოსულმა ისტორიკოსებმა ქებით მოიხსენიეს და მაღალი შეფასება მისცეს ხსენებულ ბრძოლაში ოსმანი ჯარების თავდადებას და გმირულ ბრძოლებს რა, ხაზი გაუსვეს, რომ ოსმანური ჯარების სამხედრო მართვისა და კონტროლის სტრუქტურა უფრო სრულყოფილი და ეფექტური იყო, ვიდრე ინგლისისა და საერთოდ ანტანტის ქვეყნებისა

საბაჰის მიხედვით 36 დღის წინ ავსტრალიიდან გემით გამოვიდა 2700-მდე მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ჩანაქკალეს ბრძოლის მე-100 წლისთავის აღმნიშვნელ საზეიმო ცერემონიაში და ისინი გუშინ ჩანაქკალეში შემოვიდნენ. ესენი არიან აქ 100 წლის წინ წარმოებულ ბრძოლაში მებრძოლი ავსტრალიელების შთამომავლები და თურქები მათ ანზაკებს ეძახიან. ამავე სტატიით ჩანაქკალეს მერმა ისინი სამხედრო აღლუმით მიიღო და ახლა ავსტრალიელებისა და ახალი ზელანდიელების სხვა პარტიებსაც ელიან და 24 აპრილს ერთად იზეიმებენ პირველი მსოფლიო ომის ყველაზე უდიდესი ბრძოლის, დარდანელის სრუტეში თურქების გამარჯვების მე-100 წლისთავს

მილლიეთის კორესპონდენტი იტალიის ქალაქ მილანიდან იტყობინება, რომ აქ გუშინ საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ტრადიციული ავეჯის საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით “Salone Internazionale“, რომელშიც პირველად იღებს მონაწილეობას თურქული საავეჯო კომპანია “Turquality“. ამ გამოფენის გარდა თურქული ავეჯის რეკლამები ამშვენებს მილანის ქუჩებსა და მოედნებს, წერს კორესპონდენტი

“თურქეთში ჯანდაცვის ტურიზმიც ყვავის“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს იენი შაფაკის კულტურის გვერდზე და მასში ინტერვიუ არის განთავსებული თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ომერ თონთუშთან, რომლის თქმითაც ამ ბოლო წლებში თურქეთში მეტად განვითარდა ჯანდაცვის ტურიზმიც და მის ფარგლებში ასი ათასობით ავადმყოფი ჩამოვიდა თურქეთში სამკურნალოდ მსოფლიოს 102 ქვეყნიდან, მათ შორის ყველაზე მეტი ავადმყოფი ირანიდან, გერმანიიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. თონთუშის თქმითვე ყველაზე მეტად ონკოლოგიური, პედიატრიული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის პაციენტები მოდიან სამკურნალოდ, ხოლო ყველაზე მეტი ოპერაციები ხდება გულ-სისხლძარღვების და ორთოპედიის ქირურგიაში. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები