თურქული პრესა 12.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

234322
თურქული პრესა 12.04.2015


თურქული გაზეთების მიმოხილვას ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ რომლის ცნობითაც ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მზარდი სახელმწიფოა თურქეთი.
გაზეთი წერს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის სექტორში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა თურქეთი.
იგი არის ევროკავშირის ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელიც ყველაზე იაფად ყიდულობს ბუნებრივ გაზს და ყველაზე იაფად ჰყიდის ელექტრო ენერგიას.

გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით, მსოფლიოს მნიშვნელოვანი, Ar-Ge-ს მოწინავე ტექნოლოგიის ფორმირებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილის მქონე RWTH Aachen-ის უნივერსიტეტის, ITA-ს კვლევითი ცენტრის 100 %-ის მფლობელ 3T-ს ტექნოლოგიის გადამცემმა ცენტრმა თავის ბაზა შექმნა ბურსაში.
იგი მრავალ სფეროში ჩაატარებს მუშაობას, მათ შორის არის ქარის ენერგიის სავენტილაციო ხელსაწყოები, სამედიცინო სფეროში გამოსაყენებელი გულის სარქველები, ტექსტილში ინოვაციური პროდუქციები და სხვ.
პროდუქცია იწარმოება ბურსაში მოქმედი თურქული ფირმებისთვის.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ მსოფლიოს ქალი გოლფის სპორტსმენები ანტალიაში შეუერთდებიან წელს მეშვიდედ ჩატარებულ ევროპის ქალთა გოლფის ტურნირს, რომელიც ჩატარდება 17-20 მაისის რიცხვებში ბელექში.
მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს აღიარებული ქალი გოლფის სპორტსმენები.
ტურნირი მნიშვნელოვანია ტურიზმის გაცნობის მიზნითაც. ჩემპიონობის ჯილდოა 500 ევრო.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი ყურადღებას ამახვილებს შვედეთში დაბადებული და გაზრდილი თურქი მელისა დოღანაის წარმატებაზე.
აღნიშნავს, რომ Monster Girl ზეწოდებით ცნობილი მელისა, უკანასკნელად შეუერთდა საერთაშორისო ცეკვის კონკურსს და მოიპოვა პირველობა.
გაზეთი ”ვათან’-ი წერს ჟურნალ Time-ის მიერ ჩატარებულ ”მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 100 პიროვნების” სახელწოდების საანკეტო კამოკითხვაზე, რომელშიც პირველი ადგილი გაიყვეს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და სამხრეთ კორეელმა 2NE1-ის რეპის ჯგუფმა.
მსოფლიოს ოთხივე მხრიდან მიიღეს მათ ხმების 6,9 %-ი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიკავა მეთერთმეტე ადგილი, თურქეთიდან სიაში შევიდა ერთად-ერთი პიროვნება რ.თ.ერდოღანი. ჟურნალი კი თავის არჩევანის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს 16 აპრილს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები