02.04 2015 თურქული პრესა.

თურქული პრესის მიმოხილვა

222001
02.04 2015 თურქული პრესა.


თურქული პრესის მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს მსოფლიოში 150-ზე მეტ ფირმასთან თანა კომპანიონობის მქონე ბაჰრეინს დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის Investcorp-ის შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ კომპანიამ თურქეთში ყოველი ერთ დაბანდებაზე ათჯერ მეტი მოიგო.
კომპანიის, სპარსეთის ყურის ქვეყნებში პასუხისმგებელმა დირექტორმა ელ შროოგმა, თურქეთ-არაბეთის ბიზნეს ფორუმის მოხსენებაში ქებით მოიხსენია თურქეთი. აღნიშნა, რომ 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდეს თურქეთში. მოგებამ კი მიაღწია 5 მილიონ დოლარს, რითაც მეტად კმაყოფილნი არიან.
ნავთობის და თხევადი ნავთობ-გაზის სექტორი, 2015 წლის სექტემბრის უზუფრუქტის ხელშეკრულების წინ, (უზუფრუქტა ითვალისწინებს უძრავი ქონების გამოყენების უფლების სხვისთვის გადაცემას) დღეს, წარდგენილ იქნება სტამბოლის ფორუმზე, რომელიც გაგრძელდება 5 აპრილამდე.
შეუერთდებიან მაზუთის და თხევადი განაწილების ქარხნები, მინერალური ზეთის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სექტორის წამყვანი კომპანიები. ადგილობრივის და უცხოურის ჩათვლით სულ 400-დე ფირმა.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომლობით თურქეთის ეროვნულმა ძვლის ტვინის ბანკმა დაიწყო მომსახურება.
ჯანდაცვის მინისტრის მუეზზენოღლის განცხადებით, შემდგომი ეტაპი იქნება მოლოდინში მყოფი ავადმყოფებისთვის იმედის მიცემა და დახმარება.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი კი წერს, რომ ინგლისელები ესთეტიკური ოპერაციისთვის უფრო მეტად თურქეთს არჩევენ.
განსაკუთრებით ისინი ჩამოდიან ლაზერით მკურნალობის, თმის გადანერგვის, ლიპო საქციისთვის. უკანასკნელ 10 წელიწადში ოპერაციების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა.

გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, ამ კვირას კიდევ ერთ ბუნების მოვლენას მოვესწრებით. შაბათ დღეს მთვარე მხოლოდ წითელ ფერად გამოჩნდება, იმიტომ, რომ იგი მოექცევა დედამიწის ჩრდილში და ეს მოვლენა გაგრძელდება ხუთ წუთამდე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები