28.03.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

285094
28.03.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ 29 წევრიანი საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორად არჩეულმა თურქმა ფათიჰ ბიროლმა გაზეთის კორესპონდენტს გააცნო იემენის ომის ზეგავლენა. აღნიშნა, რომ იემენი მდებარეობა ენერგეტიკის სავაჭრო სტრატეგიულ ადგილზე და სწამს, რომ იემენის ომი არ გაგრძელდება დიდხანს. იგი კვლავ გახდება ახლო აღმოსავლეთის სამყაროს ენერგეტიკის გული.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ თურქეთში გაიზარდა უცხოელების მოზღვავება.
2008 წლის კრიზისთან ერთად, განვითარებადი ქვეყნების კომპანიებმა შეამცირეს ათასობით მომუშავის რაოდენობა, რომელთა იმედიც გახდა თურქეთის მსგავსი მზარდი ქვეყნები.
თურქეთმა კარი გაუღო 52 ათას უცხოელ მოქალაქეს.
უკანასკნელ 12 წელიწადში 224 ათასი უცხოელი მოქალაქე იქნა სამუშაოთი უზრუნველყოფილი.
ყველაზე მეტი მუშა შემოვიდა საქართველოდან. თურქეთიდან კი, ყველაზე მეტი მუშა წავიდა რუსეთში.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ თურქეთი EXPO-ს პირვეულ ხუთეულშია.
პლანეტის გამოკვების და ცხოვრების ენერგო კონცეფციისთვის მილანოს Expo 2015 წლის ფორუმი ჩატარდება 1 მაისს.
მას შეუერთდება 145 ქვეყნის წარმომადგენელი და განიხილება პროდუქციის და კვების დანაზოგები.
ფორუმი გაშენდება 4.170 კვ. მეტრის ფართობზე. თურქეთი იქნება ფორუმის მეხუთე ყველაზე მსხვილი პავილიონი.
გაზეთი ”საბაჰ”-ი, ყურადაღებას ამახვილებს 2012 წელში ქალაქ მალაგის მიმდებარედ, გლარსას სახელწოდების საღებავის ქარხნის ესპანური ფირმისგან შემსყიდველი დირექტორთა ასოციაციის პრეზიდენტის ერსინ ქაიალარის სიტყვების შესახებ. მისი თქმით თურქეთი ყურადღებას იქცევს ევროპაში არსებული ინვესტიციებით. ახლა კი მათი ფირმის საშუალებით მოხდება მსოფლიოს შეღებვა.
4 კონტინენტზე მოახდენენ სავაჭრო ქსელის გაფართოებას.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი კი წერს, რომ მთელი სამყარო მოახდენს ერთი საათით სინათლის ჩაქრობას და მხარს დაუჭერს ”მსოფლიო საათის” სახელწოდების ღონისძიებას. მას შეუერთდება თურქეთიც.
დღეს 20.30-21.30 შორის ჩაბნელდება აეროპორტები და ეროვნული სასახლეები.
გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ის ცნობით ინგლისელმა ქირურგებმა ბრიტანელი გვამიდან ამოღებული გაჩერებული გული აამუშავეს ერთ სპეციალურ ყუთში და გადაუნერგეს 60 წლის თურქ პაციენტს ჰუსეინ ულუჯანს, რომელსაც დაბადებიდან ჰქონდა გულის უკმარისობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები