თურქული პრესა 23.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

277030
თურქული პრესა 23.03.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ამიერიდან თურქი ხალხის დიდი ბელადის, ათათურქის კუთვნილი საკუთარი იახტა სახელწოდებით “სავარონა“, ამიერიდან პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერ დავუთოღლუს მხრიდან გამოყენებულ იქნება უცხოურ ვიზიტებში და ზოგიერთ სახელმწიფოს ისინი ამ იახტით ეწვევიან რა, მასზე მიღებასაც მოაწყობენ და ეს იახტა ყველგან თურქულ მიწად ჩაითვლება, რის შესახებაც გუშინ განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ომერ ჩელიქმა, წერს იენი შაფაკი

ჰაბერთურქის მიხედვით გუშინ სტამბოლის იეშილქოის უბანში მოქმედ სომხურ ეკლესიაში ლოცვა აღავლინეს 1915 წლის ჩანაქკალეს ომში დაღუპულთა ხსოვნის მიმართ და ასეთი რამ პირველად მოხდა თურქეთის რესპუბლიკის 90 წლიან ისტორიაში. სომხური ეკლესიის პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელმა არამ ათეშიანმა განაცხადა, რომ ჩანაქკალეს ომის მე-100 წლისთავზე მათაც მოიგონეს ამ ომში დაღუპულთა სულები

მილლიეთი თურქეთის ფინანსთა მინისტრის მეჰმეტ შიმშექის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ამიერიდან ყველანაირ ფინანსურ, მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ყველანაირ მეცნიერულ, კვლევით, ინოვაციურ და პროგრამულ საქმიანობებს და სიახლეებს. “ასეთი საქმიანობები საჭიროა როგორც მაღალი დამატებითი ღირებულების გადასახადების მქონე პროდუქციისა და საქონლის გაზრდის, ასევე სამარკო ნიშნების ამაღლების, ბრენდების გაფართოების, ექსპორტის გაზრდისა და ბიუჯეტში ღია დეფიციტის შემცირების მიზნით“, განაცხადა შიმშექმა, ვკითხულობთ მილლიეთში

საბაჰის მიხედვით კი თურქეთის განათლების სამინისტრომ ვუნდერკინდი ბავშვების აღმოჩენის და მათდამი ყველანაირი დახმარების მიზნით გუშინ პირველად ჩაატარა ცენტრალიზებული გამოცდები და მასში მონაწილეობა მიიღო რა 228 ათასმა მოსწავლემ, მათგან ყველაზე წარჩინებულ 7 ათას ვუნდერკინდს სპეციალურ განათლებას მისცემენ მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრებში

“ნავთობის ორი გიგანტიც შემოვა შავ ზღვაში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში წერია, რომ შავ ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოების ძიების მიზნით ამერიკული გიგანტი ფირმები “Exxon“ და “Şhell“-იც ემზადებიან შემოსასვლელად, თუმცა, ისინი ჯერ ავსტრალიური ფირმის OMV-ს შემოსვლას და მისი ძიების შედეგებს დაელოდებიან. როგორც ცნობილია შავ ზღვაში კარგა ხანია რაც საძიებო ჭაბურღილებს თხრის მალაიზიური “Petronas“-ი, ხოლო დარდანელის სრუტეში შეჭრილი გალიპოლის ნახევარკუნძულის შელფში აღმოჩენილ 600 მილიონი კუბური მეტრი გაზის წარმოებას უახლოეს ხანებში დაიწყებენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები