თურქული პრესა 12.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

260716
თურქული პრესა 12.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გლობალური ეკონომიკური რყევების საწინააღმდეგოდ სპეციალური პაკეტი მზადდება. გაზეთის მიხედვით, პაკეტი, რომელზედაც პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ ისაუბრებს, დასაქმების, ინსვესტიციებისა და წარმოების გაზრდის მიზნით მხარდაჭერას ითვალისწინებს. ახალი პაკეტი ახალ იმპულსს მისცემს ეკონომიკას. ერთი წლით გაგრძელდება პრემიებისა და გადასახადების შემცირების წახალისებები. ექსპორტის მიზნით წარმოების განმახორციელებლ ფირმებს გაუადვილდებათ დაფინანსება.

გაზეთი „მილიეთი“-ს ცნობით აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონულ ფოსტის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი და ძალზედ საინტერესო კითხვა თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობის ჟურნალისტმა დასვა. გაზეთის თანახმად TRT-ს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე „კაცი რომ ყოფილიყავით ამდენს თუ გააკრიტიკებდნენ ?“ კლინტონმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სხვებს დაუთმობს. გაზეთი წერს, რომ კლინტონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დროს ოფიალურ მიმოწერას პირადი ელექტრონული ფოსტით ახორციელებდა.

საფრანგეთის ქალაქ კანში მსოფლიოს უდიდესი უძრავი ქონების გამოფენა გაიმართა - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტატიის მიხედვით, გამოფენაზე წარმოდგენილია 100 კვადრატული მეტრის ცოცხალი სტამბოლის მაკეტი, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოფენის პირველ დღეს სტამბოლის გიგანტურ მაკეტის განთავსების ადგილს უამრავი დამთვალიერებელი მიაწყდა და ყველამ, ადგილობრივმა თუ უცხოელმა აღნიშნული მაკეტის გამო სტამბოლის სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს იბრაიმ ჩაღლარს მიულოცა. ხმისა და შუქის ეფექტებით გაფორმებული სტამბოლის ისტორიული და ტურისტული ადგილები, მეჩეთები, ხიდები და პარკები მნახველებს აჯადოებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“ წერს, რომ ლიბანის ქალაქ ტრიპოლში ჰამიდიეს მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში ოსმალური პერიოდის ნაკვალევის წაშლა ხორციელდება. ოსმალური სახლის ადგილზე მრავალსართულიანი ავტოსადგომის აგების გეგმის გამო მოსახლეობამ მერიის საწინააღმდეგო გამოსვლა მოაწყო. ლიბანის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ლექტორმა და ტრიპოლის მერიის საკრებულოს წევრმა, პროფესორმა ჰალიდ ტადმურიმ თურქეთს სთხოვა ამ საკითხში ჩაერიოს. ტრიპოლში ოსმალეთის პერიოდის 200-ზე მეტი ძეგლი არსებობს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ წერს, რომ ასტროლოგები 17 მარტს 84 წლის პაუზის შემდეგ პლანეტების მარსისა და ურანის შეხვედრამ შეაშინა. ასტროლოგების სუ ქარაქუშისა და ფილიზ ოზქულის აზრით, 17 მარტს მსოფლიოში შესაძლოა მასიური სიკვდილიანობა მოხდეს. ასტროლოგ ნურაი საიანის აზრით კი 20 მარტის მზის დაბნელება შესაძლოა მიწისვრის მომასწავებელი იყოს და ჰაერში, მიწასა და წყალში ავარიები მოხდეს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები