თურქული პრესა 14.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

218481
თურქული პრესა 14.02.2015



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ლათინური ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაერო და მისი უშიშროების საბჭო, რადგან მსოფლიოს ბედს მხოლოდ ისინი წყვეტენ, როცა დანარჩენი მსოფლიო მათზე, ე.ი. უშიშროების წევრ 5 სახელმწიფოზე უფრო დიდია. “დღეს ყველა ხედავს რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ვერსად ვერ ახერხებენ კონფლიქტების მოგვარებას, ამიტომაც ამ ორგანიზაციების რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს, რადგან, მათი უუნარობის გამო მილიონობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება დედამიწის ოთხივ კუთხეში“, წერს ერდოღანი ტვიტტერში

იენი შაფაკის მიხედვით რამდენიმე დღის წინ ამერიკაში რასისტებმა სამი სირიელი მუსლიმანი მოკლეს, რაზეც ხმა არ ამოიღეს ამ ქვეყნის ლიდერებმა და ამის გამო ისინი ძალზედ გააკრიტიკა ერდოღანმა. “სად არის ობამა ან ბაიდენი, რატომ ხმას არ იღებენ ამ ბარბაროსობის წინააღმდეგ“, განაცხადა ერდოღანმა და აი, ამ მიმართვიდან სამი დღის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო ობამამ და მკაცრად დაგმო 3 მუსლიმის მკვლელობა. “ამერიკაში არავინ არ უნდა იყოს ამოღებული მიზანში თავისი რასის, რწმენისა თუ შეხედულებების გამო, რადგან ჩვენ ყველანი ერთი ამერიკული ოჯახი ვართ“, ხაზგასმით აღნიშნა ობამამ, წერს იენი შაფაკი

ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით მსოფლიო ექიმები აგრძელებენ დახმარების გაწევას აფრიკული ქვეყნებისადმი და მის ფარგლებში 40-მდე ქვეყნის ექიმმა უგანდაში მოქმედ ისლამის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი გახსნა. ისლამის სახელწოდების ეს უნივერსიტეტი 5 თვის წინ გაიხსნა უგანდის დედაქალაქ კამპალაში და ახლა მასში სამედიცინო ფაკულტეტის გახსნამ ძალზედ გაახარა ამ ქვეყნის მცხოვრებლები, განსაკუთრებით კი მუსლიმანები, რადგან ეს არის ერთადერთი სასწავლებელი, სადაც მუსლიმანებიც ისწავლიან, ვკითხულობთ იენი შაფაკში

საბაჰი თურქეთის მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიის მინისტრის ფიქრი იშიქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ისინი კატეგორიულნი არიან ადგილობრივი ჩიპების წარმოებაში და ამ მიზნით უკვე დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები. “სამამულე ჩიპების წარმოებას ერთობლივად მოახდენენ ასელსანი და ბილქენტის უნივერსიტეტი, რისთვისაც უახლოეს ხანებში სპეციალურ ქარხანას ავაშენებთ“, განაცხადა მინისტრმა

მილლიეთი ეკონომიკის გვერდზე თურქეთის საჰაერო ფლოტის “THY“-ს განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იანვრის თვის სტატისტიკაა მოცემული და მისი მიხედვით თურქეთის ავიახაზებმა მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,5%-ით მეტი კაცი გადაიყვანეს და სულ 4,4 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ. ამავე სტატისტიკით შიდა ფრენების მოცულობა 7,6%-ით, ხოლო საგარეო ფრენების მოცულობა 10,9%-ით გაიზარდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები