თურქული პრესა 09.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

214690
თურქული პრესა 09.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ: ”მერკელმა თურქეთის ქმედებები მოიწონა”. მის მიხედვით უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებული გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად 220 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონობით ადამიანი ლტოლვილის სახით თურქეთში, ლიბიაში და სხვა ქვეყნებში აფარებენ თავს. ”თურქეთის და ლიბიის მთავრობები სირიელი ლტილვილებისათვის რასაც აკეთებენ შესანიშნავია და მისასალმებელია”, აღნიშნა მერკელმა, წერს იენი შაფაქი.
აქშამის მიხედვით სწრაფი მატარებლის პროექტში 1.7 მილიარდი ლირის დამატებით, ახალი რკინიგზის მაგისტრალს ჰაბურამდის გაიყვანენ. ნუსაიბინის სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც ჰაბურს უნდა დაუკავშირდეს, 1,770 მილიარდი ლირა გამოეყო. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი ჯიზრეს, სილოპის და ჰაბურს გაივლის რა, ასე ჩააღწევს ერაყში. ამ პროექტის დასრულების შემდეგ თურქეთის ქალაქები მარდინი და შირნაქიც დაუკავშირდებიან ერთმანეთს და სავარაუდოთ მატარებლის ერთი მიმართულებით რეისი 81 წუთი გაგრძელდება.

 საბაჰი იუწყება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციის დროს მტრის ტერიტორიაზე მოხვედრილი პილოტის უვნებლად გამოყვანისთვის სპეციალურ ჯგუფს ამზადებს. 7 კაციან ჯგუფს, რომლებიც 1 წლიან ძალიან რთულ წვრთნებს გადიან, მათ რუკის გამოყენებას, პარაშუტიდან ხტომას, ზამთარ-ზაფხულ მთებში მოძრაობას და სხვა მრავალ სფეროში წვრთნიან. ისინი წვრთნების დასრულების შემდეგ, ეროვნული დაზვერვის სამსახურში გადადიან სამუშაოდ.


ჰაბერ თურქი წერს, რომ ცივი ომის დასრულების მიუხედავად, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა სახმელეთო თავდაცვაში მაინც ტანკის გამოყენებას ირჩევს. თურქეთი დიდი რაოდენობით ტანკების მქონე სახელმწიფოთა რიგებში 3763 ტანკით მეათე ადგილზეა, მას 3784 ტანკით უკრაინა უსწრებს. ამ სიაში 9000 ტანკით დიდ ყურადღებას ჩინეთი იპყრობს. ხოლო 22 ათას 170 ტანკით რუსეთი პირველ ადგილზეა.


ჰურრიეთში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”საწვავი თურქეთისგან, ტურისტი რუსეთისგან” და მასში ვკითხულობთ: გასულ წელს რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ჩასულ ტურისტთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა, მაგრამ სამაგიეროდ წინა წლებთან შედარებით თურქეთში შემოსული რუსი ტურისტების რიცხვმა 14%-ით მოიმატა. ანალიტიკოსების მიხედვით რუსეთიდან ტურისტების გასვლის რაოდენობა 30-35% შემცირდება, ამიტომაც თურქეთში შემოსული რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებებია ჩასატარებელი. გასულ წელს რუსეთიდან თურქეთში მთლიანობაში 4,4 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ახლა თურქეთმა ეს ბაზარი რომ არ დაკარგოს, ამისათვის რუსეთიდან შემოსული თვითფრინავების საწვავი უნდა ჩაასხას, ხოლო ამის პარალელურად უნდა მომზადდეს პროექტი, რომლითაც რუს ტურისტებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ თურქეთში შემოსვლა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები