თურქული პრესა 07.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

213483
თურქული პრესა 07.02.2015




დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ანკარამ 27 წლის წინ მომზადებულ და 1991 წლიდან ძალაში შესულ საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ILO-ს შეთანხმებას გუშინ მოაწერა ხელი. ეს შეთახმება ყველანაირ მშენებლობაზე სამშენებლო სამუშაოების თავიდან ბოლომდის დასრულებამდის ყველანაირი უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას და დაცვას ითვალისწინებს, წერს სტარი

საბაჰი თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის ლუტფი ელვანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ იგი პირადად ადგილზე გაეცნო ორდუ-გირესუნის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მთელს მსოფლიოში რიგით მესამე აეროპორტს წარმოადგენს და რომელიც პირდაპირ ზღვაში შენდება. “ამ აეროპორტის მშენებლობა მალე დასრულდება და იმის გამო, რომ მისი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 3000 მეტრია, ამიტომაც მას შეეძლება ყველანაირი სიდიდის სამგზავრო თვითმფრინავის მიღება“, განაცხადა მინისტრმა და დაამატა რომ ორდუ გირესუნში საჰაერო რეისები მალე დაიწყება

მილლიეთის ცნობით კი “Turkish Cargo“-მ დააჩქარა ახალი სატვირთო ტერმინალის მშენებლობა და მის ფარგლებში 39 ახალი დეპოც გაშენდება, მათ შორის სამაცივრო განყოფილებაც, ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველებისათვის სპეციალური ოთახები, საშიში ნივთიერებების შემნახველი საკნებიც და ა.შ. ამავე ცნობით “Turkish Cargo“-ს 48 სატვირთო წერტი გააჩნია და 9 სატვირთო თვიმფრინავთან ერთად 253 სამგზავრო თვითმფრინავის ტვირთებსაც ემსახურება

იენი შაფაკი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ საფრანგეთის ერთ ერთი პრესტიჟული ჯილდო “2014 წლის სელიგმანის ლიტერატურული პრემია“ მიენიჭა თურქ მწერალს სემა ქილიჩქაიას. ჯილდოს გადაცემის ცერემონია სორბონის უნივერსიტეტში მოეწყო და ქალბატონ სემას ეს ჯილდო გადასცა საფრანგეთის ყოფილმა მინისტრმა და სელიგმანის სახელობის ფონდის თავჯდომარემ პიერ იოქსემ. თურქ მწერალს ეს ჯილდო ანტირასისტული და ჰუმანისტური შინაარსის ნაწარმოებებისათვის გადაეცა, ვკითხულობთ იენი შაფაკში

რადიკალი იტყობინება, რომ ცნობილმა ფრანგულმა ხელოვნების გალერეა “Carré d'artistes“-მა მორიგი თავისი ფილიალი სტამბოლში გახსნა. ამ გალერეას მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში გააჩნია ფილიალები და მასში მსოფლიოს 500-ზე მეტი მხატვრის ნაწარმოებია გამოფენილი რა, ახლა მასში თურქი მხატვრების შედევრებსაც შეიტანენ. გამოფენის პარალელურად აქ იარმარკაც მოეწყობა, თანაც შედარებით დაბალ ფასებში გაიყიდება მსოფლიოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, წერს რადიკალი

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები