თურქული პრესა 05.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

212277
თურქული პრესა 05.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, იაპონიის იმპერატორის მეიძის მონახულების შემდეგ თურქეთისაკენ მიმავალ გზაზე 1890 წელში წყნარ ოკეანეში 550 მეზღვაურთან ერთად ჩაძირულ ფრეგატ „ერთუღრულზე“ ჩატარებული კვლევითი სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა გაფანტული იაპონური, ინგლისური და ჰონგ კონგური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტები. რეგიონში, სადაც სხვა გემი არ ჩაძირულა, აღმოჩენილ მონეტებს ქალაქ კუშიმოტოს თურქული მუზეუმის წარმომდგენლებს გადასცემენ. მონეტების ზარდახშის საპოვნელად კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის ფიქრი იშიქის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა უნივერსიტეტებსა და მრეწველობას შორის აქტიური თანამშრომლობის დამყარება. მისივე თქმით, განსაკუთრებით თავდაცვის მრეწველობაში დიდი წარმატებები იქნა მიღწეული, რისი მამოძრავებელი ძალაც უნივერსიტეტები და მრეწველობა იყო და ახლა უკვე ვალდებულები არიან ამას მთელს ინდუსტრიაში მიაღწიონ.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „9 ათას 915 ადამიანს თურქეთში შესვლა აეკრძალა, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში გადასვლის მსურველთა ჩათვლით, 9 ათას 915 ადამიანს თურქეთში შესვლა აეკრძალა. მისივე თქმით, ერაყსა და სირიაში გადასვლის მსურველ უცხოელ მილიტანებთან ბრძოლაში თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაიზარდა და თურქეთის მიერ გაძევებული პირების გაკონტროლების საკითხზე მოპასუხე ქვეყნებმა უნდა გაატარონ ზომები.
გაზეთი „ჰაბერთურქი“ იტყობინება, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დეკლარაციაში შესატან საპრეზიდენტო სისტემასთან დაკავშირებით სამუშაოები გრძელდება. “თურქეთისათვის დამახასიათებელი საპრეზიდენტო მოდელის“ სახელწოდების მოდელში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები ერთმანეთს გამოეყოფა. სისტემის დეტალები ასეთია: „პრეზიდენტი“ „სახელმწიფოს მეთაურის“ სახელით შეიცვლება, აღმასრულებელი უფლებამოსილება სახელმწიფოს მეთაურს ექნება. თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ერის ერთობას წარმოადგენს“.

და ბოლოს, გაზეთი „აქშამი“-ს ცნობით, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ევროინტეგრაციის მინისტრმა ვოლკან ბოზქირმა განაცხადა, რომ თურქეთი დღევანდელი მონაცემებით არის ქვეყნა, რომლის ეკონომიკაც სამჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, თურქეთი 2023 წლისათვის 2 ტრილიონ დოლარიანი ქვეყანა იქნება, 500 მილიარდი დოლარის ექსპორტი ექნება, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 25 ათას დოლარს მიაღწევს და როდესაც ამას ამბობენ, უკვე აღარვის ეღიმება და უფრო მეტად იზრდება რწმენა, რომ თურქეთი ამ მიზანს მიაღწევს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები