29.01.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

200856
29.01.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ ”ჰურრიეთ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც გერმანიას თურქეთთან სურს სადაზვერვო შეთანხმება.
გაზეთების Süddeutsche Zeitung, NDR ve WDR-ს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით გერმანიამ თურქეთთან შეხვედრები ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის ემილეი ჰაბერის მეშვეობით.
ახალი სადაზვერვო შეთანხმების მიღება განაპირობა გერმანიიდან ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ში მონაწილე 600-დე მილიტანის 90%-ის თურქეთზე გავლით სირიასა და ერაყში გადასვლამ და იმავე გზით გერმანიაში დაბრუნებამ.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს, რომ მაშინ, როცა ცაში თურქულ ჩრდილად წოდებული ასელსანის თვითმფრინავები მუშაობენ მტრის სარადარო სისტემის დარღვევაზე, თავდაცვის მრეწველობის სამინისტრომ კვლავ წამოიწყო მსგავს პროგრამაზე მუშაობა. იგი გამოყენებულ იქნება საჰაერო მოძრაობაში მტრის რადარის და საკომუნიკაციო შესაძლებლობების შორიდან დასმენის, დარღვევის და მოტყუებისთვის.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს, რომ უკანასკნელ დღეებში თოვლის ქარბუქით მძვინვარე აშშ-ი, მაშინ როცა ვერც ერთ თვითმფრინავს ვერ შეეძლო კენედის აეროპორტში დაშვება, პირველად თურქულმა თვითმფრინავმა მოახერხა ეს.
THY-ის პრეს ცენტრის ცნობით, დროულად მოხდა თვითმფრინავის უკან დაბრუნებაც.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ის ცნობით სივასის ქანგალის რაიონისთვის დამახასიათებელი, მსოფლიოში ცნობილი ”მკურნალი თევზები” ჩანაკკალეს ონსექიზ მარტის უნივერსიტეტში მოშენებით გამოყენებულ იქნება ალტერნატიულ მედიცინაში.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ ბურსაში დღე-დღეზე მატულობს ბინების მყიდველთა რაოდენობა. უძრავ ქონებას და სახლებს ყველაზე მეტად ყიდულობენ არაბები. ბურსაში ინვესტიციების დასაბანდებლად ემზადებიან ახლო აღმოსავლეთის და არაბული ქვეყნების მეწარმე ინვესტორები. საზამთრო ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრში, ულუდაღში, დამსვენებლების 30 %-ი არაბები არიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები