თურქული პრესა 25.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

196751
თურქული პრესა 25.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც მოყვანილია ტერორის თემაზე პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის განცხადება და მასში ნათქვამია: „ტერორისტი რომელი რწმენიდანაც არ უნდა იყოს ტერორისტია, მკვლელია. რადგანაც შედეგად დაღუპულები ჩაგრული ადამიანები არიან.... მკვლელი ქრისტიანი, ებრაელი და მუსლიმანიც რომ იყოს, მკვლელი მკვლელია“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, ფრანგულ ჟურნალ „შარლი ებდო“-ში გამოქვეყნებული შუამავალ მუჰამედის კარიკატურების გასაპროტესტებლად დიარბაქირში აქცია გაიმართა. აქვე ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციას დიარბაქირიდან და რეგიონის პროვინციებიდან ჩასული ათი ათასობით ადამიანი დაესწრო.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში საუბარია ტერორგანიზაცია ISIS-სა და ანტი ისლამურ ნაცისტურ PEGİDA-ში გაწევრიანებულ ახალგაზრდებს შორის გამომჟღავნებულ მსგავსებაზე. გაზეთის მიხედვით, გოეთეს უნივერსიტეტის ლექტორმა, დოქტორმა ერთუღრულ შაჰინმა აღნიშნა, რომ ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანებული ახალგაზრდები ერთმანეთს გვანან და მათში გაბატონებულია გარიყულობის ფსიქოლოგია.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ მუზეუმებიდან მიღებული შემოსავლის რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. გაზეთში მოყვანილია კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მუზეუმებიდან მიღებული შემოსავლის რაოდენობა 39%-ით გაიზარდა, რაც დასახულ მიზანზე მეტია. აქვე აღნიშნულია, რომ ამასთანავე 100%-ით მოიმატა სამუზეუმო ბარათების გაყიდვებმა.

გრძელდება მსოფლიოს უდიდესი მიწისქვეშა ქალაქის მზის სინათლეზე გამოტანის სამუშაოები - წერს გაზეთი „მილიეთი“. სტატიის მიხედვით, ნევშეჰირის მერმა ჰასან უნვერმა განაცხადა, რომ ნევშეჰირში აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქის გამოკვლევის სამუშაოები გრძელდება და ეს უძველესი ადგილი მსოფლიოსთვის მირთმეული მათი საჩუქარი იქნება.

და ბოლოს გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, ხვალ დედამიწას 1,2 მილიონი კილომეტრის დაშორებით 2004BL86 სახელწოდების მეტეორი ჩაუვლის გვერდს. სტატიის თანახმად, მეტეორი ხვალ თურქეთის დროით 17:00 საათზე ჩვენს პლანეტას ყველაზე მეტად მოუახლოვდება, იგი მთვარესა და დედამიწას შორის არსებულ მანძილზე სამჯერ მეტი დაშორებით ჩაუვლის დედამიწას და მას საფრთხესა არ შეუქმნის.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები