04.01.201 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

170313
04.01.201 თურქული პრესა

04.01.201 თურქული პრესა
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც დასავლეთ სანაპიროს ებრაელმა დასახლებამ ქვები დაუშინა რეგიონში დამკვირვებლის სახით მყოფ ამერიკელ დიპლომატებს.
გაზეთი წერს, რომ დაახლოებით 40 ებრაელი ოჯახის მაცხოვრებელ ტერიტორიაზე, გამოთქმული იდეებით, ებრაელებმა პალესტინელებისთვის განკუთვნილი ხეების მოჭრით მოახდინეს სახლების გაშენება. ინციდენტის გამოკვლევის მიზნით ისრაელის ხელისუფალი ძალების ნებართვით რეგიონში ჩასული ამერიკელი დიპლომატების მანქანებს ქვები დაუშინეს ებრაელებმა.
გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთი ებრაელი უფლებამოსილის ნათქვამზე, რომლის მიხედვითაც რეგიონში უკვე დასახლებული ებრაელების რაოდენობა უახლოვდება 400 ათასს.
ისრაელის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სპეციალისტის დანი დაიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ იქ ვერ შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ შვეციაში ერთ კვირაში დაწვეს სამი მეჩეთი. დამწვარი მესამე მეჩეთის წინა ნაწილი, მუსლიმანების მხარდამჭერთა დახმარებით შემკობილ იქნა გულის გამოსახულებით და მოაწყვეს მსვლელობა დევიზით:-”ნუ შეეხებით ჩემს მეჩეთს”
გაზეთი ”სტარ”-ი კი წერს, რომ გასული წლის 15 ნოემბერს ერთ-ერთ რესტორანში ძალადობისგან გამოხსნის დროს თავდასხმას შეწირული თურქი გოგონას თუღჩეს სულის მოსახსენიებელი წირვა გაიმართა მიუნხენის ჰაჯი ბაირამის მეჩეთში.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს, რომ წელს ბოლო მოეღობა ებოლას ეპიდემიას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ებოლასთან მებრძოლი გუნდის ხელმძღვანელის ანტონი ბანბურის განცხადებით, ეპიდემია, 2015 წელში აუცილებლად დასრულდება.

”ახლა წელს ახალი ინვესტიციებით შევდივართ”-ასეთი სათაურით იპყრობს ყურადღებას გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი. აღნიშნავს, რომ თურქეთ-იაპონიის” თანაკომპანიონობით ოსმანიეში გათვალისწინებულ Tosyalı-Toyo-ს რკინის ქარხანას უკვე ჩაეყარა საძირკველი, რომლელსაც შეუერთდა პრემიერი აჰმედ დავუთოღლი.
მის მოხსენებაში აღინიშნა, რომ გაშენებულ საწარმოში დასაქმებულ იქნება ათი ათასი ადამიანი.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები