04.12.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

136890
04.12.2014 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ კერის სიტყვების შესახებ. მისი მიხედვით, დიდი და სერიოზული ზარალი მიაყენეს ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ს, ერაყსა და სირიაში, მაგრამ ეს ბრძოლა შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.
გაზეთის ცნობით, კერიმ ეს სიტყვები წარმოთქვა ბრიუსელში 60 ქვეყნის შემადგენლობით შექმნილ ნატოს კოალიციის სამიტზე. იგი შეეხო თურქეთის მიმდებარედ უსაფრთხო რეგიონის შექმნასაც და აღნიშნა, რომ ჯერ დროული არ იქნება უსაფრთხო ზონის, ანდა ბუფერული რეგიონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი.
გაზეთ ”ვათან”-ის ცნობით, მსოფლიო ბანკმა რიგის მიხედვით გამოაქვეყნა 40 დიდი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოების სია.
თურქეთი შედის პირველ ოცეულთა სიაში. არის მეთვრამეტე ადგილზე და უკან მოიტოვა ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორებიც არიან შვეიცარია, შვეცია, ბელგია და ნორვეგია.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ თურქეთმა დაიწყო გლობალურ კომერციულ საწარმოო ბაზად გარდაქმნაში დიდი წვლილის მქონე Doblo-ს მოდელის ექსპორტირება აშშ-სა და კანადაში. Doblo-ს ამერიკული მოდელი, Tofaş-ის, ბურსაში არსებულ საწარმოში ჩატარებული ცერემონიით იქნა გაცილებული. თურქეთმა, Doblo-ს წარმოება დაიწყო 2000-ი წლის სექტემბერში. დღემდე აწარმოა 1,4 მილიონი Doblò. მათგან ერთი მილიონი გადაეგზავნა მსოფლიოს 80-მდე სახელწიფოს.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, ვიცე პრემიერის ალი ბაბაჯანის სიტყვების შესახებ. მისი ცნობით, 2023 წლისთვის გზის მაჩვენებლად განსაზღვრული 25 მუხლიანი რეფორმის პაკეტი უკვე მზად არის.
მიმართულება უკვე გარკვეულია. ახლა საჭიროა რეფორმის დაჩქარება. იმისათვის, რომ 2023 წლისთვის შეიცვალოს თურქეთის სახე, ეს საქმე უნდა გაკეთდეს-წერს გაზეთი ალი ბაბაჯანის სიტყვების შესახებ.
გაზეთი ”აქამ”-ი კი წერს, რომ თურქეთმა 2014 წელში უმასპინძლა 11 მილიონ ტურისტს.
ჩამოსულებს შორის პირველ ადგილზე არიან გერმანელი ტურისტები 10,2 %-ი. მათ რიგით მოსდევთ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულები, რომელთა რაოდენობაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 28 %-ი.
ირანელი ტურისტების რაოდენობა კი გაიზარდა 50 %-ი. სტატისტიკის მაჩვენებლებით, ასევე წინა წელთან შედარებით გაიზარდა სტამბოლში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები