27.11.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

207490
27.11.2014 თურქული პრესა



მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს სტატიას სათაურით:-”ფერგუსონმა მოიცვა 170 ქალაქი”. გაზეთის ცნობით უაირაღო შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელი პოლიციელის ჟიურის მხრიდან გამართლებით ფერგუსონის დაბა-დასახლებაში გამოწვეულმა სკანდალმა და სამართლიანობის მოთხოვნის აქციამ მოიცვა სახელმწიფოს მრავალი ქალაქი.
გაზეთი ”აქშამ”-ი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის პოპულარული ტელე-არხის CNN-ის ამ მოვლენებისადმი ყურების მოყრუებაზე. აღნიშნავს, რომ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ მიმდინარე მოვლენები არასდროს არ ასახულა ამ არხის გადაცემებში.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ის ცნობით, სირიის არმიისთვის განკუთვნილი თვითმფრინავების, IŞİD-ის კონტროლის ქვეშ არსებულ რაკკაზე, განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში, ქალების და ბავშვების ჩათვლით დაიღუპა ასამდე ადამიანი. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.
გაზეთი ”საბაჰი კი წერს, რომ ისლამური სამყაროს ეკონომიკისთვის MÜSİAD-ის ორგანიზატორობით, სტამბოლში გაიხსნა 18-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF). მას შეუერთდა 103 სახელმწიფოს 7 ათასი მეწარმე. ფორუმი ღია იქნება კვირამდე.
ფორუმის გახსნით ცერემონიაზე მოხსენებით გამოსულმა პრეზიდენტმა რ.თ. ერდოაღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი უცილო სახელმწიფოა ინვესტიციებისთვის და დღითი-დღე იზრდება მისი ეკონომიკა.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს თურქეთში უძრავი ქონების გაყიდვაზე. აღნიშნავს, რომ 2 საათში გაიყიდა 129 საცხოვრებელი შენობა. საერთო ჯამში იანვარ-ოქტომბრის პერიოდში მისმა რაოდენობამ მიაღწია მილიონს.
შენობების გაყიდვა უმეტესად მოხდა სტამბოლში, ანკარასა და იზმირში.
გაზეთი ”ჰურიეთ”-ი წერს, რომ გარდაიცვალა, გერმანიის ქალაქ ოფენბახში გერმანელი გოგონას თავდამსხმელებისგან გამოხსნის მცდელი თურქი გოგონა თუღჩე. თავდამსხმელების მძიმე დარტყმების შემდეგ იგი საავადმყოფოში აიყვანეს. ექიმების ყველანაირი ჩარევის მიუხედავად კარგა ხანია კომაში ჩავარდნილი 22 წლის თუღჩე გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები