26.11.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

206283
26.11.2014 თურქული პრესა



მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც ფართო ადგილს უთმობს აშშ-ში შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობასთან დაკავშირებით მომხდარ მოვლენებს. გაზეთი წერს, რომ ახალგაზრდის მკვლელი პოლიციის გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილ იქნა 12 კაციანი მოსამართლის მხრიდან, უარყოფითი რეაქციით შეხვდა ფერგუსონის ჩათვლით სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობა.
ჟიურის გადაწყვეტილებამ არია ქვეყანა. ათასობით ადამიანი შეუერთდა საპროტესტო მიტინგს, ომის ფრონტს დაამსგავსეს ქალაქები. დაწვეს სამუშაო ადგილები, მანქანები. გაავრცელეს ლოზუნგი ”სამართალს მოვითხოვთ”.
გაზეთი ’სტარ”-ი წერს ვიცე პრემიერის ალი ბაბაჯანის სიტყვების შესახებ, რომელიც წარმოთქვა თურქეთ-იაპონიის თანამშრომლობის საბჭოს შეკრებაზე.
მისი თქმით ამჟამად მუშაობენ თურქეთ-იაპონიას შორის ეკონომიკური პარტნიორობის და თანამშრომლობის საკითხზე. ეს გახლავთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე წინა მოსამზადებელი სამუშაო.
”უცხოური ინვესტიცია გაიზარდა 18-ჯერ”-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი.
აღნიშანვს, რომ დამოუკიდებელი მეწარმეთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) თავჯდომარე ნაილ ოლფაკმა, პალესტინის მეოთხე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე გამოკვეთა, რომ თურქეთში, უცხოელი ინვესტორების ინვესტიცია უკანასკნელ 10 წელიწადში გაიზარდა 18-ჯერ. თურქეთი ინვესტორებისთვის არის საიმედო პორტი.
პალესტინის ეკონომიკის მინისტრმა მუჰამედ მუსტაფამ კი ღაზის ხელახალი მშენებლობისთვის თურქი ინვესტორები მიიწვია სახელმწიფოში.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), 2014 წლის საანგარიშო მოხსენებაზე და აღნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკური განვითარების შესახებ გამოთქმული 2,8 %-ის ვარაუდი 3 %-მდე გაიზარდა.
OECD-ს მხრიდან, მსოფლიო ეკონომიკის თვალსაზრისის საანგარიშო მოხსენებაში, 2015 წლისთვის ზრდის მაჩვენებლად 3,7 %-ი იყო აღნიშნული. 2016 წლისთვის ნაჩვენებია 3,9 %-ი.
OECD-ს მიხედვით, წელს მოხდება ეკონომიკის 3,3 %-ით ზრდა.

გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით ისტორიული აღმოჩენა მოხდა ვაშინგტონის და ბილქენტის უნივერსიტეტების თანამშრომელი მეცნიერების მხრიდან. აღმოჩენით, ბოლო მოეღება პარკინსონის ავადმყოფობას. ეს კი, ხელს შეუწყობს ხელების კანკალის მსგავსი ავადმყოფობების მკურნალობისთვის ახალი მეთოდების შემუშავებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები