თურქული პრესა 24.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

203347
თურქული პრესა 24.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსი ჰანეს სვობოდა სიტყვით გამოვიდა თურქეთში საბანჯის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაც გახლდათ „მოლაპარაკებების მიღმა - ევროპაში თურქეთის მომავალი“. სვობოდამ აღნიშნა: „თუ თურქეთი წევრი არ გახდება, ორივე მხარე იცოცხლებს, მაგრამ ხელიდან გავუშვებთ ჩვენი პოლიტიკის გაძლიერების შანსს. თურქეთი და ევროკავშირი რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალებად თუ არ გაერთიანდებიან, შემთხვევას ხელიდან გავუშვებთ და მომავლში ჩვენი როლის შესახებ ცუდი ნიშნების გაჩნდება. ყოველთვის ვამბობ, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ, მაგრამ ამის გარდა, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ურთიერთობებს გააძლიერებს“.

გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალი რანგის უფლებამოსილმა განაცხადა, რომ ISIS-თან ბრძოლის ფარგლებში ინჯირლიქის ბაზის კოალიციის თვითმფრინავების მიერ გამოყენების თაობაზე თურქ უფლებამოსილებთან მოლაპარაკებები გრძელდება. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების დასრულებისას თუ ყველა შეთანხმდება, კოალიციისათვის თურქეთში მათ ექნებათ გაფართოებული გამოყენების უფლება“.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „სსფ-გან როგორც მილოცვა, ასევე გაფრთხილება“. გაზეთის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთის შესახებ მეოთხე მუხლის კონსულტაციის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში თურქ უფლებამოსილებს წლის დასაწყისში მომხდარი ფინასური არასტაბილურობის კარგი მართვის გამო მიულოცეს, სხვადასხვა რისკებისა და გამოყენებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის საჭიროებისამებრ არა სიხშირის გამო კი გააფრთხილეს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთის დასაქმების სააგენტოს (İŞKUR) მეშვეობით 2000 წელში საზღვარგარეთ სამუშაოდ გაგზავნილი ადამიანების რიცხვი 13 ათას 645 იყო, რაც გასულ წელში 55 ათას 369-მდე გაიზარდა. მათგან 33 ათას 863 მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში დასაქმდა. იმ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, სადაც სამუშაოდ ჩავიდნენ თურქები, რუსეთი 7 ათას 652 დასაქმებულით ლიდერია, მას 6 ათას 598 დასაქმებულით ერაყი მოყვება, ხოლო ყაზახეთი კი 1784 დასაქმებულით მესამე ადგილზეა.

და ბოლოს, ავსტრალიელმა მსახიობმა და რეჟისორმა რასელ კროუმ, რომელიც წარმოშობით ახალი ზელანდიელია, ავსტრალიურ სატელევიზიო არხ Seven Network-ის ერთ-ერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და მის მიერ თურქეთში გადაღებულ ფილმ 'The Water Divin“-ზე ისაუბრა, რომელიც კინოეკრანებზე 26 დეკემბერს გამოვა. გადაცემაში რასელ კროუმ აღნიშნა: „ჩემის აზრით, 100 წლის შემდეგ დადგა დრო ეს მითოლოგია განვმარტოთ. ჩვენ გალიპოლში დამოუკიდებელ ერი დავიპყარით და ეს განრისხებული სიტყვა არასოდეს გამოვიყენეთ“.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები