თურქული პრესა 18.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

194670
თურქული პრესა 18.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „აქშამ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 2015 წელში თურქეთი ორგანიზაციების G20-ის, B20-ისა და D8-ს როტაციული თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. აქვე აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილი ორგანიზაციების გარდა საერთაშორისო ენერგო ეკონომიკური კავშირისა და მსოფლიო სახელმწიფო საბჭოების გაერთიანების მსგავს მრავალ ორგანიზაციას 2015 წელში თურქები უხელმძღვანელებენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, მოროს მუსლიმებსა და ფილიპინების მთავრობას შორის თურქეთის შუამავლობით წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკები ბედნიერ დასასრულს უახლოვდება. გაზეთის მიხედვით, ფილიპინების სახელმწიფო მეთაურმა ქვეყანაში ვიზიტით ჩასულ პრემიერ დავუთოღლუს მადლობა გადაუხადა, ხოლო დავუთოღლუმ კი სამშვიდობო პროცესში თურქეთის მიმართ ნდობის გამო ფილიპინელ უფლებამოსილებს გადაუხადა მადლობა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თურქეთის ელჩი ქაბულში ისმაილ არამაზი ალიანსის ავღანეთში უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენლად დანიშნა - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. სტატიის მიხედვით, ისმაილ არამაზი დიდი ხანის მანძილზე აწარმოებდა ნატოსთან დაკავშირებით სამუშაოებს და ამგვარად, იგი ჰიქმეთ ჩეთინის შემდეგ ნატოს ავღანეთში სპეციალურ წარმომადგენლობაში დანიშნული მეორე თურქი გახდა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, ჟურნალ Time-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების სიაში სტამბოლის ქაფალიჩარში იგივე გრანდ ბაზარი პირველ ადგილზე მოხვდა. ჟურნალის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძველ დახურულ ბაზარს, რომელიც მე-15 საუკუნით თარიღდება, ყოველდღიურად 91 მილიონ 250 ათასი ადამიანი სტუმრობს.

და ბოლოს, გაზეთ „მილიეთ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ქურეს მთები ფოტომოყვარულებს ელოდება“, რომლის თანახმადაც შემოდგომაზე განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქ ბარტინის ქურეს მთების ეროვნული პარკი, თავისი ბუნებრივი სტრუქტურით, ხეობებით, მდინარებით, ღრმა ტყეებით, ასევე ბარტინის ბუნებრივი სილამაზეები და ველური სამყარო ფოტომოყვარულებს ყველა სეზონზე არაჩვეულებრივ სილამაზეს სთავაზობს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები