თურქული პრესა 16.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

191787
თურქული პრესა 16.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ლათინური ამერიკის მუსლიმ ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კუბიდან ჩამოსული წარმომადგენლების მისამართით შემდეგი განაცხადა: „ამერიკის კონტინენტზე კოლუმბამდე 314 წლით ადრე მუსლმმა მეზღვაურებმა მიაღწიეს. კოლუმბის მოგონებებში კუბის სანაპიროებზე მთის მწვერვალზე მეჩეთის არსებობაზეა საუბარი. იმ მთის მწვერვალს მეჩეთი დღესაც დამშვენდებოდა“.

გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი, რომელიც დუმს ისრაელის მიერ აქსას მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმებზე. გაზეთის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ ისრაელის მიმართ რეაქცია არ გამოხატა და დაამატა: „მათი სალოცავების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყნებში ასეთი რამ რომ მოხდეს რას გააკეთებდა მსოფლიო? აქსას მეჩეთი არა მხოლოდ პალესტინელების, არამედ მთელი მსოფლიოს მუსლიმთა ორი ყიბლანიდან ერთ-ერთია. ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია“.

გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, ლიდერთა სადილზე, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ გვერდიგვერდ ისხდნენ და მათ შორის თითქმის ერთ საათიანი საუბარიც გაიმართა, რომლის შესახებაც თურქეთის პრემიერმა შემდეგი განაცხადა: „სირიისა და ერაყის საკითხზე აშშ-თან დიდი ხანია ისედაც კონტაქტი გვაქვს. ბოლოსდაბოლოს ერთ საერთო წერტილამდე მივაღწიეთ: სირიაში ზომიერი ოპოზიციისა და თავისუფალი სირიის არმიის ძლიერი ფორმით მხარდაჭერა ანუ ISIS-სა და ასად შორის მესამე ძალის შექმნა“.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „სიცოცხლის მანძილზე ღაზაში შესვლა აუკრძალეს“. ინფორმაციის თანახმადაც, ისრაელმა ნორვეგიელ ექიმს, მედს ჯილბერთს, რომელმაც 30 წლის მანძილზე შიფას საავადმყოფოში ათასობით პალესტინელს უმკურნალა, ისრაელმა ღაზაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

და ბოლოს, გაზეთი „მილეითი“ აქვეყნებს სტატიას „უჯრედი, რომელიც გულის შეტევას აღკვეთს“. გაზეტის თანახმად, ანკარაში მდებარე თურგუთ ოზალის სახელობის უნივერსიტეტში შექმნილი და ამერიკის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ დაჯილდოებული „გულის შეცვლის პროექტით“ შესაძლებელია გულის შეტევის წინასწარ დადგენა და თავიდან აცილება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები