თურქული პრესა-14.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

190294
თურქული პრესა-14.11.2014


თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს CNN-ის გამოთქმული იდეების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბარაკ ობამამ ხელახლა გადახედა ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ესადის სტრაგედიას. და მივიდა იმ აზრამდე, რომ IŞİD-ის დამარცხება შესაძლებელი იქნება ესადის დამხობით.
როგორც ცნობილია თურქეთი რა ხანია მიიჩნევს, რომ სირიის პრობლემებში პასუხისმგებლობა ეკისრება ესადის რეჟიმს და სირიაში სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ ესადის დამხობით.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ ნავთობის ფასების ოთხი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაწევა, ყველაზე ძალიან გამოადგება თურქეთს.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაეცემა 40 მილიარდი დოლარის ქვემოთ. ეს მდგომარეობა უფრო მეტი უცხოელი ინვესტორის მიზიდვას შეუწყობს ხელს. ინფლაცია ერთი პუნქტით კიდევ დაიწევს. Societe Generale-ს გაანალიზებით და გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობზე ფასის დაწევა ერთ წელიწადში თურქეთის ეკონომიკას 1 %-ით გაზრდის.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მთავარი ეკონომისტის ფათიჰ ბიროლის განცხადებით ნავთობზე ფასების დაწევა თურქეთის ეკონომიკას შვებას მოჰგვრის.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ის ცნობით საერთაშორისო სავალუტო ფონდში იზრდება თურქეთის ხმის მიცემის უფლება”.
იბრაჰიმ ჩანაკჩიმ, რომელმაც ამ რამდენიმე ხნის წინ გადაიბარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობა, განაცხადა, რომ ეს პოზიცია დიდი შენაძენია თურქეთისთვის. თურქეთი უფრო ახლოს დააკვირდება გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს, რომ სიმსივნით დაავადებული ავადმყოფებს, სამსუნის სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების მიერ გამოყენებული ვირტუალური დანის ხელსაწყოთი მკურნალობენ, რომელიც თურქეთში მხოლოდ ათი ცალია.
მთავარი ექიმის ოზდენ ქარაოღლანოღლის ცნობით, მოწყობილობით შესაძლებელია 4 სმ-ის და მის ქვემოთ სიდიდის სიმსივნესთან შეხება და ოპერაციის გაკეთება. აქამდე მოხდა 135 ავადმყოფის მკურნალობა.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ ლოს ანჯელოსის ფილარმონიის ორკესტრის ახალი სეზონი გაიხსნა თურქეთის ვიზუალური მედიის ხელოვანის ხელმოწერის მქონე ვიდეო კონცერტით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები