თურქული პრესა 09.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

186334
თურქული პრესა 09.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

ურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინმა ღაზაში ვიზიტის დროს მსოფლიოს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებისაკენ მოუწოდა. გაზეთის ცნობით, ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ევროპის ათობით სახელმწიფო პალესტინის აღიარებისათვის ემზადება.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია თურქეთის ვიცეპრემიერის ნუმან ქურთულუშის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 47 წლის მანძილზე ებრაელი სამხედროები პირველად შევიდნენ აქსას მეჩეთში, რასაც მსოფლიო უყურებს და მისი აზრით, ამას რეაქცია არ მოჰყვება, რადგანაც ისრაელს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში თავისი მხარდამჭერები ჰყავს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ისრაელის ღაზაზე 51 დღიან თავდასხმებთან დაკავშირებით, რასაც 490 პალესტინელი ბავშვი ემსხვერპლა, განაცხადა, რომ დასაფასებელია ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი სიფრთხილე. გაზეთის თანახმად, გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ „მათი გამოცდილების გასაზიარებლად თავისი ჯგუფი გააგზავნა“. აქვე აღნიშნულია, რომ დემპსის ამ განცხადებამ თავად ებრაელებიც კი გააკვირვა.

გაზეთი „აქშამი“-ს ეკონომიკის განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მოყვანილი მცენარე ალისარჩულის ანუ საფლორის რაოდენობა იზრდება. ეს მცენარე გამოიყენება საკვები ზეთის წარმოებაში, კულინარიაში, ქიმიურ და კოსმეტიკურ მრეწველობაში, ასევე ბიოდიზელის დამზადებაში. გაზეთის მიხედვით, 2002 წელში თურქეთში მოყვანილი საფლორის რაოდენობა 25 ათასი ტონა იყო, 2013 წელში ეს ციფრი 45 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო წელს კი 76 ათას ტონის მიღებას ვარაუდობენ.

„პროფესიების ნახევარი აღარ იარსებებს“ - ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „ვათან“-ში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მასშტაბით 220 სპეციალისტის, მმართველისა და ახალგაზრდა მეწარმის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური გონების შექმნის შედეგად ამჟამად არსებული პროფესიების ნახევარი დაიკარგება. სტატიის თანახმად, 2025 წლისათვის კლიენტების მომსახურებისა და საშუალო დონის მენეჯერთა პოზიციებზე ყველაზე დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს ხელოვნური გონების შექმნა და ამ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების ადგილს კომპიუტერები დაიკავებენ. აქვე აღნიშნულია, რომ 2030 წლიდან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა მთლიანად ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს ცნობით, გერმანიაში ჩატარებულ კარატეში 22-ე მსოფლიო ჩემპიონატზე თურქმა სპორტსმენებმა ქალთა შორის 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში სერაპ ოზჩელიქმა და მამაკაცებს შორის +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ენეს ერქანმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები