თურქული პრესა 08.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

185262
თურქული პრესა 08.11.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერმა დავუთოღლუმ გუშინ თურქ მრეწველებთან შეხვედრისას ახალ ეკონომიკურ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ახალი გეგმით თურქეთის ეკონომიკა საგრძნობლად განვითარდება და მოწინავე ქვეყნების რიგებში შევა. მრეწველებმა კი თქვეს, რომ მოუთმენლად ელიან ამ ახალ გეგმას და მის ფარგლებში ისინიც მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის გაძლიერება-განვითარებაში

აქშამის კორესპონდენტი გერმანიიდან იუწყება, რომ ამ ქვეყნის ფედერალურმა პარლამენტმა ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა მემარცხენე პარტტის პარლამენტარს ნიკოლე გოკეს, რადგან მან მიუნხენში ჩატარებულ რადიკალისტი ჯიჰადისტების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას დროშა აღმართა. ახლა გერმანიის პროკურატურა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, რადგან გერმანია ხსენებულ ქურთულ ორგანიზაციას ტერორისტულად მიიჩნევს, წერს აქშამის კორესპონდენტი გერმანიიდან

“მუმიის სანახავად ეგვიპტის მაგივრად კაპადოკიაში ჩამოდიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას მილლიეთში და მასში ვკითხულობთ: ანატოლიის ცენტრალურ რეგიონში მდებარე კაპადოკიის ქალაქ აქსარაის მუზეუმში 10 ბავშვისა და მოზარდის და კიდევ 2 კატის მუმიაა გამოფენილი, რომლებიც 11 ათასი წლის წინ არიან შესრულებულნი და მით სანახავად მილიონობით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ჩამოდიან მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან. მუზეუმის დირექტორის ფარიზ დემირის განცხადებით ამჟამად ეს მუზეუმი დროებით დახურეს ზოგიერთი სამონტაჟო სამუშაოების გამო და უახლოეს ხანებში იგი უფრო განახლებული გაიხსნება მოზიარეთათვის

საბაჰის ცნობით სტამბოლმა გუშინ ლაზერით მკურნალობის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა და მასზე პრეზენტაცია გაუკეთეს ახალ ლაზერულ ტექნოლოგიას, რომლებიც გამოიყენებიან ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით კი კბილების მკურნალობაში

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ აეროპორტების მშენებლობა-ექსპლოატაციის ცნობილმა თურქულმა ფირმა "TAV“-მა, რომელიც თბილისის აეროპორტის მშენებელ ექსპლუატატორიცაა, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტი მოგება მიიღო, რაც ციფრებით 174 მილიონ ევროს უდრის. ამავე ცნობით ტავი ამის პარალელურად გასულ წელთან შედარებით 14%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები