თურქული პრესა 05.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

181572
თურქული პრესა 05.11.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის კომისიამ 2014 წლის ევროპის ქვეყნების საშემოდგომო ეკონომიკური ვარაუდები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით თურქეთის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლისათვის 2,8%, 2015 წლისათვის 3,3% და 2016 წლისათვის 3,7% ნავარაუდევი, ხოლო ევრო ზონისათვის მიმდინარე წლის ეკონომიკის ზრდა ადრინდელი 1,2%-იანი ვარაუდი 0,8%-მდეა დაწეული, ხოლო მომავალი წლისა კი 1,7%-დან 1,1%-მდე

ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ თურქეთის სახაზინო სამმართველოს ყოფილი უფროსი იბრაჰიმ ჩანაქჩი უკვე ოფიციალურად შეუდგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის IMF-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულებას, რადგან, ამ ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარეობა თურქეთს გადაეცა. ახლა ჩანაქჩი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი ოფისის დირექტორი იქნება და მან ეს თანამდებობა ავსტრიელი იოჰან პრადერისგან გადმოიბარა რა, პირველი შეკრება ჩაატარა კიდეც, წერს ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი

“თურქი ახალგაზრდა სამყაროს საიდუმლოებას ეძებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას აქშამში და მასში ვკითხულობთ; ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ჯან გორგულუმ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამეცნიერო კარიერაში, რადგან იგი მიწვეულ იქნა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოქმედ და სამყაროს საიდუმლოების შემსწავლელ სამეცნიერო ცენტად ცნობილ “CERN“-ში და 2 თვის განმავლობაში ეწეოდა აქ მეცნიერულ კვლევა ძიებს მსოფლიოს უდიდეს და განთქმულ მეცნიერებთან რა, მან უდიდესი გამოცდილებაც შეიძინა

სტარი ეკონომიკურ გვერდზე აშუქებს რა თურქეთში გემთმშენებლობის და იახტების წარმოების განვითარებას და მათ ექსპორტს, წერს რომ მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტში და საერთო მოგებამ ამ სექტორიდან 1 მილიარდ 53 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ თანხიდან 716 მილიონი დოლარი სტამბოლელ ექსპორტიორებზე მოდის, წერს სტარი

ვათანი სტამბოლში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობას ეხება და წერს რომ მიმდინარე წლის 10 თვეში ამ მეგა ქალაქს 10 მილიონ 143 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და ჩამოსულთა 10%-ს გერმანელები და 5%-ს რუსები შეადგენენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები