04.11.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

180781
04.11.2014 თურქული პრესა


დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით, რომლის ცნობითაც, თურქეთი ენერგეტიკის ქვეყნად გადაიქცევა.
გაზეთი წერს, რომ მოსაზღვრე ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციების მიუხედავად, თურქეთი აგრძელებს უცხოელი ინვესტორებისთვის დაინტერესების საგნად გადაქცევას. ამის ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად ითვლება მიმდინარე წლის 8 თვეში 8 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციის თურქეთში შემოსვლა.
უცხოელები დიდ დაინტერესებას იჩენენ როგორც თანაკომპანიონური სახით კაპიტალის დაბანდებით, ისე უშუალო ინვესტიციების დაბანდებით.
მათ შორის, უცხოელები, ყველაზე დიდ დაინტერესებას იჩენენ ენერგეტიკის სფეროთი.
გასულ წელს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში დააბანდეს 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.
გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით, ევროკავშირთან კონტაქტების ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში თურქეთის გათვალისწინებულ შესწორებებს შორის არის ბუნებრივი აირის ბაზარზე, კერძო სექტორის წილის გაზრდა და განახლებადი ენერგიის წახალისების მიზნით შესწორება. ევროკავშირის კანონმდებლობის მე-15-ე თავში შესული ენერგეტიკის ქვესათაური, პოლიტიკური ბლოკადების გამო, არ იხსნება განხილვებისთვის.
გაზეთი ”მილლიეთ”ი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის სანავთობო კორპორაციის, ადიამანის რეგიონული სამმართველოს მხრიდან უკანასკნელ წლებში წარმოებითი საქმიანობების ზრდაზე და საბურღი სამუშაოებში წარმოების გაფართოებაზე.
აღნიშნავს, რომ ამჟამად, 35 განაკვეთზე, 250 ჭიდან ყოველდღიურად ხდბა 9 ათასი ბარელი ნავთობის წარმოება. 2014 წელში კი, მისი რიცხვი გაიზარდა 50-დე.
”ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ვაჭრობა იწყება”-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი ”საბაჰ”-ი. აღნიშნავს, რომ გაზპრომის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე მედვედევი საკითხის ირგვლივ ისე, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით მოთხოვნილ ფასებს გასავალი ჰქონდეს 2015 წლის 1 იანვარიდან, დღეს შეხვედრებს ჩაატარებს ანკარაში.
მედვედევის ადრე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თურქეთის მოთხოვნის ფარგლებში, ბუნებრივი აირის ფასებში მუშაობენ ახალ პაკეტზე.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონს დაფუძნებული PEW-ის კვლევითი ცენტრის, გლობალური ტენდენციების პროექტში გამოქვეყნებულ უცნაურ მონაცემებზე.
ანკეტის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 43 სახელმწიფოში, 17 მარტიდან 5 ივნისს შორის, 47 ათას 643 ადამიანზე, გაირკვა, რომ 5 წლის შემდგომი მომავლისადმი ყველაზე იმედის მომცემი შეხედულებების მქონე ადამიანები არიან 68 %-ით აზიელები, 62 %-ით კი თურქები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები