თურქული პრესა 31.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

176122
თურქული პრესა 31.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „აქშამ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ტერორგანიზაცია ISIS-ს მიერ თურქეთის გავლით ნავთობის გაყიდვის თაობაზე გავრცელებული სიცრუე ოფიციალურად იქნა უარყოფილი. გაზეთის მიხედვით, ISIS-ს მიერ ნავთობის რეალიზაციის მარშრუტებიდან პირველი სირიის დამასკოს ხელისუფლებაა, ISIS-ს მიერ ხელში ჩაგდებულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებში არსებული ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს პირდაპირ ესადის ხელისუფლება ყიდულობს. განსაკუთრებით ამ არხით საღდება რააკკას რეგიონის ნავთობი. სტატიის თანახმად, ISIS-ს მიერ ნავთობის გაყიდვის მეორე მარშრუტით კი ირანის გავლით ნავთობი დუბაიდან მიეწოდება ბაზრებს.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით “თურქეთ-აშშ-ს ალიანსში პრობლემები“ განაცხადა: „ყველაფერს ნუ დაუჯერებთ რასაც კითხულობთ, რადგანაც თურქეთი არა მხოლოდ ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ამავდროულად ISIS-ს დასუსტებისა და განადგურების საქმეში პარტნიორია. თურქეთთან რიგ საკითხებში ერთად ვმუშაობთ“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ეკონომიკის განყოფილებაში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, Moody's-ის თურქეთის ეკონომიკის განსახილველი “მერვე ყოველწლიური თურქეთის საკრედიტო რისკების კონფერენცია“ 5 ნოემბერს ჩირაღანის სასახლეში ჩატარდება. Moody's-ის შეკრებაზე, რომელიც პრესისათვის ღია იქნება, ისეთ თემებს განიხილავენ როგორებიცაა თურქეთის სახელმწიფო დავალიანება, თურქული ბანკები, თურქული კომპანიები, თურქეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თურქეთის იპოთეკური უზრუნველყოფით ფასიანები ქაღალდები, ისლამური საბანკო სისტემა და სხვა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ქაფიქულეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის დათვალიერების დროს საბაჟოებისა და ვაჭრობის მინისტრმა ნურეთთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ x-ray-ს მოწყობილობას დიდი წვლილი შეაქვს კონტრაბანდისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაამატა: “ჩვენი საბოლოო მიზანია თურქეთში შემოტანილი ყველა ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების x-ray-ს მოწყობილობაში გატარება, ასევე თურქეთში შემოსული ყველა ამანათისა და კონტეინერის ამ მოწყობილობით შემოწმება. როდესაც ამას შევძლებთ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიქნებით, რომელსაც ასეთი პროცედურები ექნება“.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ყარსში, რომელიც აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ცენტრი გახდება, დიდი გამოცოცხლება შეიმჩნევა. ქალაქში შექმნილ ორგანიზებულ სამრეწველო ზონაში ყველა ადგილი დაკავებულია, რუსები კი ინვესტიციებისათვის ტერიტორიებს იძენენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარსში განსახორციელებელი ინვესტიციებით ქალაქი მინი ჩინეთად გადაიქცევა“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები