თურქული პრესა 29.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

173486
თურქული პრესა 29.10.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც დღეს თურქი ხალხი რესპუბლიკის შექმნის 91-ე წლისთავს, ჯუმჰურიეთ ბაირამს ზეიმობს და 9 წლის შემდე, ე.ი. 2023 წლის 29 ოქტომბერს კი საიუბილეო, 100 წელს აღნიშნავენ

ჰურრიეთის კორესპონდენტი ათენიდან იტყობინება, რომ დღეს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, სადაც დაიბადა და გაიზარდა ამ რესპუბლიკის დამფუძნებელი მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქი და სადაც მოქმედებს მისივე სახელობის ყველაზე დიდი სახლ-მუზეუმი, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხრიდან გაგზავნილი 50 ახალი ექსპონატით გაამდიდრეს, მათ შორის ათათურქის დედის, ზუბეიდა ხანუმის სილიკონისგან დამზადებული ქანდაკებით. ამ მუზეუმის რესტავრაცია დასრულდა და დღეს საზეიმოდ გაიხსნება მოზიარეთათვის, იტყობინება ჰურრიეთის ათენელი კორესპონდენტი

იენი შაფაკის მიხედვით გერმანიამ სირიელ ლტოლვილთა დახმარების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელზედაც თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნაჯი ქორუ წარადგენდა. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს მეზობელ ქვეყნებს თავშეფარებული 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილისადმი ჰუმანიტარული დახმარების გაფართოების საკითხები და ამ მიზნით საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზეც გაამახვილეს ყურადღება

აქშამი ევროპარლამენტარის და თურქეთ-ევროკავშირის შერეული საპარლამენტთაშორისო კომისიის თავჯდომარის ჟუნიელ ფანუელის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი მიესალმება თურქეთთან სრული გაწევრიანების მიზნით განხილვების ახლიდან დაწყებას, რომელიც მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო რამდენიმე წელია რაც გაყინული იყო. მისივე თქმით თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანებით მთელს მსოფლიოს დაუმტკიცებენ, რომ ეს ორგანიზაცია არ წარმოადგენს ქრისტიანულ კლუბს

“სამი ბანკის სუფთა მოგება 779 მილიონ ლირას შეადგენს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარის ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ თურქული ბანკების 9 თვიანი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით სამმა კერძო ბანკმა 9 თვის განმავლობაში 779 მილიონი ლირა სუფთა მოგება მიიღო


მილლიეთის ეკონომიკურ გვერდზე კი თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის ლუტფი ელვანის განცხადებაა გამოქვეყნებული. იგი შეფასებას აძლევს რა ბოსფორის სრუტის ქვეშ მშენებარე ევრაზიის სახელწოდების გვირაბის მშენებლობას, რომლითაც ევროპა და აზია საავტომობილო გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამბობს რომ, ამ გვირაბის სიგრძე 5,4 კმ იქნება და იგი ექსპლოატაციაში გადაეცემა რა 2016 წელს, საკმარისად განტვირთავს მეგა ქალაქ სტამბოლის საცობებით გადატვირთულ გზებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები