თურქული პრესა 28.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

172926
თურქული პრესა 28.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ქურთული შეიარაღებული ფორმირების ფეშმერგეთა საკითხებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა მუსტაფა სეიდ ქადირმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ქობანიში გადასასვლელად თურქეთის მთავრობის პასუხს ელოდებიან. პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას ქადირმა განაცხადა, რომ ფეშმერგეები ქობანიში გადასასვლელად მზად არიან და გასამგზავრებლად თურქეთის მთავრობის პასუხს ელოდებიან.

გაზეთ „აქშამ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თეთრი სახლიდან მნიშვნელოვანი განცხადება“, რომლის თანახმადაც, ბაიდენი 17 ნოემბრიდან ერთი კვირის მანძილზე მაროკოში, უკრაინასა და თურქეთში ვიზიტით ჩავა და იგი თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტს რ. თ ერდოღანსა და პრემიერმინისტრს აჰმედ დავუთოღლუს შეხვდება.

გაზეთი “სტარი“-ს ცნობით, გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად, თურქეთში პირდაპირი ინვესტიციების შესვლა არ შენელებულა და წლის პირველ 8 თვეში პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთა შედარებით 9,8%-ით გაიზარდა და 8 მილიარდ 639 მილიონ დოლარ მიაღწია.

ევროპის ბავშვთა ჯანმრთელობისა და დაავადებების სფეროს ყველაზე დიდი ღონისძიება პედიატრიულ ასოციაციათა ევროპის აკადემიური კონგრესი ესპანეთის დედაქალაქ ბარსელონაში გაიმართა - წერსგაზეთი „იენი შაფაკი“. სტატიის მიხედვით, კონგრესზე, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებოდნენ ექიმები, წელს „ბავშვთა და ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების“ დარგში საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდო თურქ დოცენტს მერიჰ ჩეთინქაიას მიენიჭა. 

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს ინფორმაციით, თურქეთის ტურისტული სააგენტოების გაერთიანების თავმჯდომარემ ბაშარან ულუსოიმ განაცხადა, რომ წელს კონგრესის ტურიზმიდან შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მისივე თქმით, კონგრესის ტურიზმის კუთხით თურქეთი სამარკო ქვეყანად იქცა და სტამბოლის თაოსნობით ანტალიაში, ანკარაში, იზმირში, ბურსასა და ქუშადასში მდებარე კონგრეს ცენტრები მრავალ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს და მხოლოდ სტამბოლში 49 ათას დელეგატს უმასპინძლებენ“.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები