თურქული პრესა 27.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

172194
თურქული პრესა 27.10.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ანკარა თურქეთის მოსაზღვრე სირიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნისათვის მოქმედებაზე გადადის და ასე შეეცდება სირიიდან როგორც ლტოლვილების, ასევე ტერორისტების გადმოსვლის შეჩერებას. ამ მიზნით ამ კვირაში თურქი მაღალჩინოსნები და დიპლომატები აქტიურ შეხვედრებს დაიწყებენ ამერიკასთან და დასავლეთთან, რათა ისინი დაარწმუნონ უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაში და მასში მონაწილეობაც მიაღებინონ, მაგრამ, თუ ანკარა დასავლეთის დარწმუნებას ვერ შესძლებს, მაშინ, იგი მარტოდ-მარტო და ცალმხრივად შეეცდება ხსენებული ზონის შექმნას, რათა ზამთრის მოსვლამდე მოასწროს მისი შექმნა, წერს აქშამი

ვათანი წერს რომ ანკარა შეაშფოთა ამერიკის მხრიდან სირიის ქალაქ ქობანიში მებრძოლი ქურთული შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო იარაღის გადაცემამ, რადგან ხსენებული ძალა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სამხედრო ფრთას წარმოადგენს და ამიტომ ანკარა შიშობს, ადრე თუ გვიან ქურთებმა ეს იარაღი შეიძლება თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომაც თურქეთის ლიდერები ამერიკისაგან მხოლოდ ჩრდილოეთ ერაყელი ქურთული შეიარაღება ფეშმერგებისადმი და კიდევ სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიისადმი სამხედრო დახმარების გაწევას მოითხოვენ

იენი შაფაკის მიმომხილველის აზრით ამიერიდან თურქეთის ბანკები უფრო ეფექტურად იმუშავებენ და უფრო კონკურენტუნარიანი გახდებიან მთელს მსოფლიოში, რადგან ეკონომიკური განვითარებისა და აღორძინების ორგანიზაციამ თურქეთი გამოიყვანა შავი ფულის გამთეთრებელი ქვეყნების სიიდან და ახლა თურქეთში საერთაშორისო ფონდების უფრო მეტ შემოდინებას ელიან

“თურქული უძრავი ქონების სექტორი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროკავშირისა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: გლობალური უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია ERA-ს ევროპის პრეზიდენტის ფრანსუა გაგნონის თქმით თურქული უძრავი ქონების სექტორმა ამ ბოლო წლებში დიდი გარღვევა მოახდინა და განვითარების საერთო პოტენციალით ევროკაშირისას გადაასწრო კიდეც. “მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში თურქეთში მარტო უცხოელ მოქალაქეებზე 2,4 მილიარდი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლი გაიყიდა“, განაცხადა გოგნენმა და დაამატა, რომ ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება, წერს სტარი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები