თურქული პრესა 26.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

171759
თურქული პრესა 26.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, განვითარებად რვა ქვეყანას D-8-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. გაზეთის თანახმად, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკემბერში თურქეთში გასამართ სამიტზე 2014 წლის შემდგომ შეთანხმებებთან და პროექტებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა დამტკიცდება. თურქეთის ინიციატივით 1997 წელში შექმნილი D-8-ის წევრები არიან თურქეთი, პაკისტანი, ნიგერია, მალაიზია, ირანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ბანგლადეში და ჯგუფის მუდმივი სამდივნო სტამბოლში ფუნქციონირებს.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 4 ათას 922-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, 23 ოქტომბრამდე დაფიქსირებულია ებოლას ვირუსით დაავადების 10 ათას 141 შემთხვევა, მათგან უმრავლესობა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში. ამ ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა დაავადების 27 და გარდაცვალების 10 შემთხვევა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის მკურნალობის მიზნით და ამ მოტივით ერთ წელიწადში თურქეთს დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ესტუმრა.

გაზეთი „ვათანი“-ს ეკონომიკის განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 29-31ოქტომბერს სტამბოლში პირველად ჩატარდება Premiere Vision-ი, რომელზედაც მსოფლიოში ცნობილი ქსოვილების მწარმოებელი მარკები და დიზაინერები შეიკრიბებიან. სტატიის მიხედვით, Premiere Vision-ის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პასკუემ განაცხადა, რომ Premiere Vision-ის სტამბოლში ჩატარების გადაწყვეტილება ბოლო წლებში თურქული ტექსტილის სფეროს განვითარების მაღალი პერფორმანსის გამო მიიღეს.

და ბოლოს, გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, თურქეთი 200 მილიონი დოლარის სატელევიზიო სერიალების ექსპორტით აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. აქვე აღნიშნულია, რომ თურქული კინო სექტორის მიზანი 2023 წლისათვის აღნიშნული ციფრის 2 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა და ასევე სექტორის მიზანია თურქულმა სერიალებმა და ფილმებმა ხელი შეუწყონ მსოფლიოში თურქეთის პოპულარიზაციას.




საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები