თურქული პრესა 24.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

169048
თურქული პრესა 24.10.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთსა და ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონს შორის გრძელდება მოლაპარაკებები იმის თაობაზე თუ რა რაოდენობით, როგორ, რომელი გზით და საიდან შევლენ ქურთული შეიარაღებული ფორმირება “ფეშმერგების“ წევრები თურქეთის ტერიტორიის გავლით სირიის ქალაქ ქობანიში, რათა დაეხმარონ ამ ქალაქის ქურთ დამცველებს რადიკალისტური ISIS ოკუპაციისაგან. ზოგიერთი წყაროებით კი მხარეები უკვე მორიგებულნი არიან და ამ საღამოს ფეშმერგები ქალაქ ერბილიდან საჰაერო გზით ჩამოვლენ თურქეთის ქალაქ შანლუიფაში, საიდანაც შემდეგ მურშიტფინარის სასაზღვრო-საბაჟო კარის გავლით იქვე ახლოს მდებარე სირიის ქალაქ ქობანიში გადავლენ და დაეხმარებიან ქალაქის დამცველებს

ვათანი იტყობინება, რომ ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის FATF-ის თავჯდომარემ როჯერ უილკინსმა განაცხადა, რომ მათ რიგით მე-15 ანგარიში გამოაქვეყნეს და იმის გამო, რომ ანკარამ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამიტომაც იგი შავი სიიდან ამოიღეს

იენი შაფაკი ეკონომიკურ გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის შრომისა და დასაქმების ორგანიზაცია İŞKUR-ის გენერალურ დირექტორ ჯაფერ უზუნქაიასთან, რომლის თქმითაც მათ მოამზადეს ქალთა დასაქმების ახალი პროგრამა და მისი მიხედვით ამჟამად ქალთა დასაქმებაში არსებულ 26%-იან დონეს უახლოეს წლებში 41%-იან დონემდე აიყვანენ

“მესამე ხიდის ბურჯების სიმაღლემ 322 მეტრს მიაღწია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის ორად გამყოფ ბოსფორის სრუტეზე, იგივე ბოღაზიჯიზე დაჩქარებული ტემპით გრძელდება მესამე ხიდის მშენებლობა, რომლის სიგანე 58 მეტრი იქნება და 8-8 ზოლიანი ცალმხრივი მოძრაობა ექნება. დღესდღეობით მთავარი სამუშაოები ოთხი ბურჯის მშენებლობაზე მიმდინარეობს და მათი სიმაღლე უკვე 322 მეტრს აღწევს, წერს საბაჰი


დღევანდელი გაზეთები ულოცავენ უეფას თასისათვის მებრძოლი თურქული კლუბების, ბეშიქთაშის და ტრაბზონსპორის ფეხბურთელებს და მათ მხარდამჭერებს გუშინდელი მოგებების გამო. ბეშიქთაშმა 4:0 დაამარცხა მასპინძელი ბელგრადის პარტიზანი, ხოლო ტრაბზონსპორმა კი 2:0 მოუგო ბელგიის ლოკერენს რა, თურქულ კლუბებს ამ მოგებებით მომდევნო ტურში გასვლის შანსები გაეზარდათ, წერენ დღევანდელი თურქული გაზეთები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები