16.10.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

158962
16.10.2014 თურქული პრესა


გაზეთების მიმოხილვას ”აქშამ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც სირიის საზღვარზე ქიმიური იარაღით მეტად საიდუმლო თავდასხმის სიგნალი იქნა მიღებული.
საბაჟო გადასასვლელების გარდა საწინააღმდეგო ღონისძიებები იქნა გატარებული მთელს საზღვარზე. სამხედროებს დაურიგდათ დამცავი ტანსაცმელი და აღჭურვილობა.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის სიტყვების შესახებ. მისი განცხადებით მეტად მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის შეხვედრები, სადაც მოითხოვეს ბუნებრივ აირზე ფასის დაკლება. ისიც დაამატეს, რომ კონტრაქტების და შეთანხმებების გათვალისწინებით თურქეთს აქვს 2015 წლის 1 იანვრიდან ასეთი მოთხოვნის უფლება და სთხოვეს დაიწყონ საკითხთან დაკავშირებით მზადება.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს საფრანგეთის პრემიერის მანუელ ვალლის სიტყვების შესახებ, რომელიც მხარს უჭერს თურქეთის სირიის საზღვარზე ბუფერული ზონის შექმნის წინადადებას. მან ეს სიტყვები გამოთქვა პარლამენტის გენერალურ საბჭოზე, ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ მექანიკური და ქიმიური მრეწველობის კორპორაციის ქირქკალეს იარაღების ქარხანაში ნაწარმი პირველი ადგილობრივი ეროვნული სასროლი იარაღი (MPT 76), ტესტირების მიზნით დაურიგდათ სპეც. რაზმებს. ეს არის სამხედროების ხმარებული იარაღებიდან ყველაზე მსუბუქი და წარმატებით გაიარა 36 სხვადასხვა ტესტი.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, თურქული სისუფთავის ბრენდის ინტეკოს განვითარებული მიკრობ საწინააღმდეგო Biocidal Basics Dezenfektan-მა, ომი გამოუცხადა ებოლას, რომელმაც საშიშროება შეუქმნა მსოფლიოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები