თურქული პრესა 15.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

157524
თურქული პრესა 15.10.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მარტინ დემპსეი 25 ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ISIS წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სტრატეგიას განიხილავს და გუშინდელ შეკრებას ბარაკ ობამაც შეუერთდა. კოალიციის წევრების წინაშე სიტყვით გამოსულმა ობამამ თქვა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა მარტო სამხედრო ოპერაციით და მათი განადგურებით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ მთლიანად უნდა გაუხმონ ფესვები რეგიონს მოდებულ რელიგიურ რადიკალიზმს. “ჩვენი ვალია ვებრძოლოთ და ბოლო მოვუღოთ მრავალ რეგიონში ფესვგადგმულ ექსტრემისტულ იდეოლოგიასაც", განაცხადა ობამამ, წერს აქშამი

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ სირიიდან და ერაყიდან თურქეთში შემოსული და აქ თავშეფარებული ლტოლვილების აღრიცხვის მიზნით 4 ახალი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნება, რათა ყველა ლტოლვილი შესაბამის ადგილებში იქნენ ჩაწერილი და საჭიროების შემთხვევაში მათ სოციალური და სამედიცინო დახმარებაც გაეწიოთ, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი განათლებაც მიიღონ. ასე რომ ყველა სირიელი და ერაყელი ლტოლვილის აღრიცხვა ამიერიდან სავალდებულო გახდება, იტყობინება ჰაბერთურქი

იენი შაფაკის კორესპონდენტი საფრანგეთიდან იტყობინება, რომ პარიზში გაიხსნა მსოფლიოს ყველაზე უდიდესი წამლების გამოფენა “CPhI Worldwide“, რომელზედაც თურქული სტენდის პრეზენტაცია გუშინვე შესდგა და მასზე წარმოდგენილია თურქული ფარმაცევტული ფირმების მიერ დამზადებული წამლები. სტატიის ცნობითვე გამოფენის მოზიარეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ამ თურქულმა სტენდმა, რადგან მასზე დასავლური წამლების კონკურენტუნარიანი მეტად ხარისხიანი თურქული პროდუქციაა გამოფენილი

“კორეელი მსხვილი ინვესტორები ჩამოდიან“, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს საბაჰი ეკონომიკის გვერდზე და მისი მიხედვით ამ კვირას თურქეთში ჩამოდის სამხრეთ კორეის ყველაზე უდიდესი 25 საჯარო ფონდის მენეჯერი, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან თურქეთისა და მსოფლიოს ისეთ უდიდეს პროექტებსა და ინვესტიციებს, როგორებიც არიან სტამბოლის მესამე აეროპორტისა და ბოსფორის სრუტის ალტერნატიული არხის მშენებლობები. კორეელები თურქეთს ინვესტიციების დაბანდებისათვის უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევენ და ამიტომ არ ერიდებიან აქ დიდი ოდენობით კაპიტალის დაბანდებას, წერს საბაჰი

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი კი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის დაცემას აშუქებს რა, წერს, რომ ბარელი ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის ყველაზე დაბალ დონეზე, 88 დოლარზე დაეცა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს IEA-ს განცხადებით ნავთობზე მოთხოვნილება თანდათანობით მცირდება რა, ამიტომ მასზე ფასების დაცემა მომავალ წელშიც გაგრძელდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები