თურქული პრესა 12.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

154210
თურქული პრესა 12.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „აქშამ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, დანიის პარლამენტის თავმჯდომარემ მოგენს ლიკეტოფტმა განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციასთან ბრძოლაში თურქეთის უფრო აქტიური როლის შესრულებას ელოდებიან და საჭიროა სახმელეთო ოპერაცია თურქეთის ლიდერობით არაბულმა ქვეყნებმა განახორციელონ. ლიკეტოფტის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან.

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის ფიქრი იშიქის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ეროვნული ელექტრო ლოკომოტივის პროექტი E1000 მომდევნო თვეში იქნება რეალიზებული. მისივე თქმით, თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციის მხარდაჭერით პროექტზე 18 მეცნიერი მუშაობს და მასზე 10 მილიონი ლირა დაიხარჯა, ასევე იგი განხორციელდა თურქეთის ლოკომოტივებისა და ძრავების სამრეწველო სააქციო საზოგადოების დახმარებით და სათადარიგო ინდუსტრიული ფირმებიდან სათანადო მასალები იქნა უზრუნველყოფილი.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, თანერ ილდიზმა, განაცხადა, რომ აქქუიუს ბირთვული სადგურის მშენებლობის დაწყება მარტში ან აპრილში სურთ. მისივე თქმით, ეს თავად ბირთვული სადგურის შენობის ბირთვის ფენის საძირკვლის ჩაყრას შეიძლება არ ნიშნავდეს, მაგრამ პორტის მშენებლობისა და ბირთვული სოფლის მშენებლობის დაწყება საჭიროა მარტში ან აპრილში მოხდეს.

გაზეთი „მილიეთი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თურქული მარკები წინა პლანზე წამოვწიოთ“, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ სატელევიზო სერიალებში თურქული მარკების, გარდა მავნე ჩვევებისა, მოზაიკით დაფარვის წინააღმდეგია. ზეიბექჩიმ ასევე დასძინა, რომ სტამბოლში გასამართ შეხვედრაზე თურქული მარკებისა და თურქეთის ტურისტული ადგილების ფილმებსა და სერიალებში გამოყენების თემას განიხილავს.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ 17 ოქტომბერს სტამბოლის ჰალიჩის კონგრეს ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან Google, BP, Eczacıbaşı და Shell-ს მსგავსი ფირმების მომარაგების ქსელის, გაყიდვების, მოლაპარაკებების სტრატეგიების სპეციალისტები და მრჩევლები.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები