თურქული პრესა 08.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

150832
თურქული პრესა 08.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის მთავრობა სირიის ტერიტორიაზე „უსაფრთხო ზონისა და ფრენებისათვის აკრძალული ზონის გამოცხადების გარეშე დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული მანდატის გამოყენებას არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები საზღვარს არ გადალახავენ. ანკარა კობანისა და მის მოსახლეობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის მილიტანებს, რომლებმაც კობანის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ მაღლობებზე დროშები აღმართეს და ქურთულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებების გამწვავების გამო თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვარზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები განათავსეს. ჟანდარმერია უსაფრთხოებისათვის ახლოს მდებარე სოფლებთან მიახლოების უფლებას არავის აძლევს. შეტაკებების გამწვავების გამო თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი დონის უსაფრთხოების ზომები გაატარა.

გაზეთი „აქშამი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „კრიზისი კვიპროსის მოლაპარაკებებში“, რომლის თანახმადაც, სამხრეთ კვიპროსის ლიდერმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ბუნებრივი აირის ძიების ზონაში სამხედრო გემების გაგზავნის გამო მოლაპარაკებების პროცესიდან გადის. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტის პრესცენტრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „როგორც თურქული მხარე, კვიპროსის პრობლემის რაც შეიძლება მალე, არსებული ჭეშმარიტების საფუძველზე მთლიანად კვიპროსის სასარგებლო შეთანხმებით დასრულების საკითხზე, გულწრფელები ვართ და გადაწყვეტილი გავაქვს რაც გვევალება გავაკეთოთ“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, თურქეთში მეწარმეთა რაოდენობის გაზრდის მიზნით მუშაობა დაიწყო თურქეთის ტელეკომმა და საპილოტო პროექტით მხარდაჭერა 21 პროექტს აღმოუჩინა. ამ პროექტთან დაკავშირებით ტელეკომის სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰაქან დურსუნმა განაცხადა, რომ საპოლიტო პროექტი ინოვატორ მეწარმეებთან თანამშრომლობისა და ეკოსისტემის გაზრდით ეკონომიკის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს ცნობით, კომპანია „პოლინი“, რომელიც ქალაქ ქოჯაელიში ფუნქციონირებს, მსოფლიოს უდიდეს 3 აკვა პარკის მწარმოებელ კომპანიებს შორის შევიდა. 1976 წელში დაარსებული „პოლინი“ ბაჰამიდან ვიეტნამამდე, ამერიკიდან საფრანგეთამდე და უკრაინიდან ჩინეთამდე მსოფლიოს 90 ქვეყანაში აკვა პარკებს აგებს.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები