07.10.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

150328
07.10.2014 თურქული პრესა


ახლა გაგაცნობთ თურქულ პრესას. გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს სტატიას სახელწოდებით ”თურქეთიდან ტანკების კედელი საზღვარზე”. აღნიშნავს, რომ ტერ-ორგანიზაცია IŞİD-სა და ზოგიერთ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მომძლავრდა ქალაქ კობანის ცენტრალურ ადგილებში. მისი დანახვა შესაძლებელიც კი გახდა შანლიურფას სურუჯის რაიონის სასაზღვრო ზონიდან. თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა TSK-მ საზღვრის დამცველ მაღლობებზე ტანკები განალაგა.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის განცხადებით, სირიის მოვლენების დაწყებიდან ნატოსგან მოითხოვეს შესაძლებლობების გეგმის მომზადება და ნატომაც სხვადასხვა ალტერნატივების გათვალისწინებით მოამზადა გეგმა. იმ შემთხვევაში თუ თურქეთზე განხორციელდება თავდასხმა, ნატო იმოქმედებს ვაშინგტონის კონვენციის მეხუთე მუხლის შესაბამისად.
გაზეთი ”აქშამი” წერს, რომ მოდის გიგანტმა ჩელუტიმ შესძლო კვიპროსის ემბარგოს გაუქმება და იქ გახსნა თავისი მაღაზია.
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქ. სახელმწიფოში, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკების გამო თურქეთის გარდა არ სცნობს არც ერთი სახელმწიფო, ფრანგების მსოფლიოში აღიარებულმა ჩელუტიმ უამრავი მაღაზია გახსნა.

გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ ძვირად ღირებულია თურქეთის ნაგავიც.
შვედეთი 250 ათასზე მეტი სახლის ელექტრო ენერგიის მოთხოვნილებას ნაგავის დაწვით აკმაყოფილებს და მეზობელი ნორვეგიისგან წლიურად შეაქვს 80 ათას ტონა ნაგავი. ახდენს მის გადამუშავებას და ელექტრო ენერგიის გამომუშავებას. თურქეთს კი, რომელიც წლიურად ახდენს 30 მილიონი ტონა ნაგავის მოგროვებას, მის მაგალითზე ნაგავის გადამუშავებით შეუძლია მიღებული ელექტრო ენერგიით, საზღვარგარეთის ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირება.
გაზეთ ”რადიკალ”-ის ცნობით საუდიის არაბეთიდან ჩასულმა ერთმა ჯგუფმა მდიდარმა არაბმა სამსუნის აივაჯიკის რაიონში შეიძინა 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც ითვალისწინებენ კურორტის გაშენებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები