თურქული პრესა 07.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

116761
თურქული პრესა 07.09.2014

თურქული პრესის მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს მიერ შექმნილი 62-ე მთავრობის პროგრამამ ნდობის ვოტუმი მიიღო. გაზეთის თანახმად, 439 დეპუტატიდან პროგრამას მხარი 306-მა დაუჭირა, ხოლო 133-მა დეპუტატმა კი მას უნდობლობა გამოუცხადა. აქვე აღნიშნულია, რომ კენჭისყრის შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსულმა დავუთოღლუმ განაცხადა: „თქვენგან მიღებული მხარდაჭერით, ერისა და პარლამენტის წინაშე პირობას ვდებთ, რომ დღისითაც და ღამითაც ვიმუშავებთ. არავის ეყოფა ძალა ეს სიმტკიცე გატეხოს. პირიქით, უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას“.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, აშშ-მა ერაყ სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ ნატოს 10 ქვეყანას მოუწოდა და მათ შორის მყოფი თურქეთი „განსაკუთრებული მდგომარეობის“ გამო უხმო როლს შეასრულებს. სტატიის მიხედვით, ისლამური სახელმწიფოს ხელში მყოფი 49 მძევალის გამო თურქეთი ღია და აქტიურ როლს ვერ შეასრულებს. როიტერთან საუბარში ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ თურქეთის „განსაკუთრებული მდგომარეობა“ იციან და ამას გაგებით ხვდებიან. გაზეთის ცნობით, ვაშინგტონს ანკარისაგან საზღვრის უსაფრთხოების დაცვის გამკაცრება სურს.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, უკრაინაში პარასკევს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო გადაწყვეტილებაზე პრეტენზია განაცხადა რუსეთმა და დასავლეთს „საპასუხო ნაბიჯით დაემუქრა“.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, პირველი ადგილობრივი ქარის ტურბინებით ნოემბერში სტამბოლში ელექტრო ენერგიის წარმოება დაიწყება. გაზეთის თანახმად, თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციის ხელმძღვანელობით შექმნილი და ტერკოსის ტბის ნაპირზე განთავსებული სისტემა საათში 500 კილოვატ ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს და მას სტამბოლის „წყალკანალი“ გამოიყენებს. ამ პროექტით 20 წელიწადში 15 მილიარდი დოლარის რესურსის საზღვარგარეთ გასვლა შეჩერდება.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, 71-ე ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორ კაან მუჟდეჯის ფილმმა „სივასი“ ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. გაზეთის თანახმად, ჟიურის წევრებმა განაცხადეს, რომ 11 წლის ბავშვისა და კანგალის ჯიშის ძაღლის ისტორია ადამიანური ღირებულებებისათვის სამაგალითო ფილმია. აქვე აღნიშნულია, რომ ფილმის პატარა მსახიობმა დოღაზ იზჯიმ კი მიიღო ჯილდო „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ღია ტურნირზე მებრძოლმა თურქმა ჩოგანმა იფექ სოილუმ შვეიცარიელ პარტნიორ ჯილ ბელენ ტაიხმანთან ერთად წყვილთა ფინალში ვერა ლაპკო-ტერეზა მიხალიკოვეს წყვილი 2-1 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. გაზეთის თანახმად, იფექმა, როგორც თურქმა ჩოგანმა, დიდ სელმზე ჩემპიონობის მოპოვებით ისტორიულ წარმატებას მიაღწია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები